ფეხბურთი

17:20 | 13.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

მაურო იკარდის ტოპ ჩემპიონატებში საუკეთესო შედეგი აქვს

მილანის “ინტერის” თავდამსხმელ მაურო იკარდის ტოპ 5 ჩემპიონატის ფეხბურთელთა შორის საუკეთესო შედეგი აქვს – საქმე ეხება მიმდინარე სეზონში შესრულებულ დუბლებსა და ჰეთ-თრიქებს. 24 წლის ფორვარდმა წელს ერთხელ შეძლო მეტოქის კარში სამი, ხოლო ექვსჯერ ორი გოლის გატანა და ეს საუკეთესო მაჩვენებელია.

არგენტინელმა ჰეთ-თრიქი ბოლო ტურში “ატალანტასთან” გაიფორმა. რაც შეეხება დუბლებს: “პესკარასა”, “ემპოლის”, “ტორინოს”, “კროტონეს”, “ფიორენტინასა” და “ლაციოს” კარი მან ორ-ორჯერ აიღო.

მთლიანად მიმდინარე სეზონში მაურო იკარდის ანგარიშზე 20 გოლია და იტალიის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში ის მხოლოდ “ტორინოს” თავდამსხმელ ანდრეა ბელოტის ჩამორჩება (22 გოლი).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123942