ფეხბურთი

16:26 | 13.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

გია გეგუჩაძემ ისლანდიასთან მატჩებისთვის 24 ფეხბურთელი შეარჩია

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის მზადების ფარგლებში 22 და 25 მარტს ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს ისლანდიასთან. ორივე შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ უკვე შეარჩია ის 24 ფეხბურთელი, რომლებიც ისლანდიელებთან სათამაშოდ მოემზადებიან.

მეკარეები: ლაზარე კუპატაძე (საბურთალო), ბექა ქურდაძე (ლოკომოტივი), ლუკა გუგეშაშვილი (იაგელონია, პოლონეთი);

მცველები: გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), აკაკი შულაია (მერანი), რომან ჩაჩუა (შუქურა), ანრი ჭიჭინაძე (ტორპედო), ლუკა ლოჩოშვილი (დინამო), ცოტნე ნადარაია (საბურთალო), ირაკლი კომახიძე (ლოკომოტივი);

ნახევარმცველები: გიორგი ზარია (დინამო), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი), გურამ გიორბელიძე (სიონი), ვლადიმერ მამუჩაშვილი(საბურთალო), სანდრო ალთუნაშვილი (საბურთალო), გიორგი კიკნაძე (ლოკომოტივი), ირაკლი ბიძინაშვილი (საბურთალო), გიორგი ჩაკვეტაძე (დინამო), გიორგი ხარაიშვილი (საბურთალო), ლევან მაჭარაშვილი (სტუმბრასი, ლიტვა);

თავდამსხმელები: გიორგი ბერიძე (ტრენჩინი, სლოვაკეთი), ბექა მიქელთაძე (დინამო), რომან ჭანტურია (ოლიალენსე, პორტუგალია), ლუკა იმნაძე (საბურთალო).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102656