თამაშგარე

16:00 | 13.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

რიბერის “არაბული ზღაპარი” შეიძლება დასრულდეს

რახანია არაფერი გვითქვამს ვეტერანი ფრანგი მეგოლის – ფრანკ რიბერისა და მისი წარმოშობით არაბი მეუღლის – ვაჰიბა ბელჰამის შესახებ. კაცმა რომ თქვას, სათქმელი ბევრი არც არაფერი იყო. მას შემდეგ, რაც ვაჰიბამ იმდენი ქნა, რომ ქმარს რჯული შეაცვლევინა და ამის გამო, სრულიად რიბერთა კლანი გადაიკიდა, ეს წყვილი ტკბილად და ბედნიერად ცხოვრობდა.

თუმცა, როგორც არაბულ ზღაპრებშია, ყველაფერი ხშირად სულაც არ სრულდება “ჰეფი ენდით” და შესაძლოა ამ ამბის დაბოლოებაც არ იყოს საამო და გულისამაჩქროლებელი. როგორც ევროპის ბულავრული მედია გვამცნობს, რიბერის ყელში ამოსვლია მეოჯახე მამისა და მოსიყვარულე ქმრის როლის თამაში და აგერ უკვე ერთი თვეა, ოჯახისგან განცალკევებით ცხოვრობს.

”ყვითელი” მედიის მრავალი მცდელობის მიუხედავად, საკუთრივ ვეტერანი თავდამსხმელი ამ ამბავზე კრინტს არა სძრავს და არც ოჯახისგან განდგომას ადასტურებს, მაგრამ, ჭორები ელზასური ქარივით დაჰქრიან და შეუძლებელია ეს ყველაფერი მხოლოდ მავანთა მონაჩმახი იყოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.152677