ისტორია

10:00 | 13.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

13 მარტი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1955 – დაიბადა ბრუნო კონტი. იტალიის ნაკრებისა და “რომას” მარჯვენა გარემარბი. მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონი. ესპანეთის მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე კონტიმ პერუს გაუტანა, რითაც იტალიელები მომდევნო სტადიაზე გავიდნენ. 1983 წელს გახდა იტალიის ჩემპიონი. ოთხჯერ ფლობდა ქვეყნის თასს. 1984 წლის ჩემპიონთა თასის ფინალისტი. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 47 მატჩი, გაიტანა 5 გოლი.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1909 - გერმანიის ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხი: ინგლისი (მოყვარულები)-გერმანია 9:0.

1912 - “კვებეკ ბულდოგზმა” ორი მატჩის ჯამში “მონკტონი” დაამარცხა და ჰოკეიში სტენლის თასი მოიპოვა.

1918 - გამოვლინდა ჰოკეის ეროვნული ლიგის პირველი ჩემპიონი. “მონრეალ კანადიენსმა” ორი მატჩის ჯამში “ტორონტო არენასი” დაამარცხა და ლიგის პირველი საუკეთესო გუნდი გახდა.

1948 - კალათბურთელთა შორის აშშ-ის საუნივერსიტეტო პირველობის ფინალში, კენტუკიმ ბეილორს 58:42 მოუგო და რიგით მეათე ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1961 - ფლოიდ პატერსონმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, ინგემარ იოჰანსონი მეექვსე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1980 - გერმანიის ქალაქ დორტმუნდში მიმდინარე ციგურებით ფიგურულ მოსრიალეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, მამაკაცთა შორის პირველობა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენელმა იან ჰოფმანმა მოიპოვა.

1980 - ამერიკელმა მოციგურავე ერიკ ჰეიდენმა 1000 მეტრზე სირბილში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (1:13.60).

1982 - კოპენჰაგენში ჩატარებულ ციგურებით ფიგურულ მოსრიალეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, ქალთა შორის პირველობა ამერიკელმა ელაიან ზაიაკმა მოიპოვა. მან, თავისუფალი პროგრამის შესრულებისას, ექვსი სამბრუნიანი ხტომა განახორციელა. მამაკაცებში საუკეთესო ამერიკელი სკოტ ჰემილტონი იყო. სპორტულ წყვილებში ჩემპიონები გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მოციგურავეები, ბაესი და ტირბახი გახდნენ, ხოლო სპორტულ ცეკვებში პირველობა ტორვილისა და დინის დიდმა ბრიტანულმა წყვილმა მოიპოვა.

1987 - ჰოკეის ეროვნული ლიგის რეგულარული პირველობის მატჩში, “ვაშინგტონ კაპიტალზმა” “ტორონტო მეიფლ ლივზს” 5 შაიბა 3 წუთსა და 3 წამში გაუტანა.

1992 - დაარსდა საქართველოს ველოსპორტის ასოციაცია. 1992 წლიდან ველოსპორტის საერთაშორისო კავშირისა (UCI) და ევროპის ველოსპორტის კავშირის (UEC) წევრია. საქართველოს ველოსპორტის ასოციაციის პირველ პრეზიდენტად ომარ ფხაკაძე აირჩიეს (1992-1993).

1996 - ინდოეთისა და შრი ლანკას კრიკეტისტთა ნაკრებებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალური შეხვედრა, ტრიბუნებზე მომხდარი არეულობის გამო ჩაიშალა.

1999 - სკანდალურად დასრულდა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის გამართული სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა ორთაბრძოლა ინგლისელ ლუისსა და ამერიკელ ჰოლოფილდს შორის. ევროპელი მოკრივე პაექრობის განმავლობაში აშკარა უპირატესობას ფლობდა, მსაჯებმა კი, საყაიმო შედეგი დააფიქსირეს.

2005 - საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატზე “ზესტაფონთან” განცდილი მარცხის შემდეგ, გია გეგუჩაძეს თბილისის “დინამოს” მთავარი მწვრთნელის პოსტი დაატოვებინეს.

2005 - პრაღაში გამართულ ძიუდოისტთა მსოფლიოს თასის გათამაშებაში, ივერი ჯიქურაულმა (100 კგ) და ალექსი დავითაშვილმა (მძიმე წონა) ოქროს, ხოლო გიორგი გუგავამ (100 კგ) და ლაშა გუჯეჯიანმა (მძიმე წონა) ვერცხლის მედლები მოიპოვეს. მესამე ადგილზე გავიდა 90 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ირაკლი ცირეკიძე. არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში, საქართველოს ნაკრებმა იაპონელთა შემდეგ, მეორე ადგილი დაიკავა. “ამომავალი მზის ქვეყნის” წარმომადგენელთა გუნდმა გოგონათა წარმატებული ასპარეზობის წყალობით იმარჯვა. საქართველოს ნაკრებს კი, პრაღაში მხოლოდ ვაჟები წარადგენდნენ.

2005 - ოსაკას ბაშოზე კოკაიმ ივაკიამა დაამარცხა.

2005 - ბულგარეთში გამართულ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა საერთაშორისო ტურნირზე, 120 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე მირიან გიორგაძემ ოქროს მედალი მოიპოვა.

2005 - კვიპროსის საფეხბურთო ჩემპიონატში “ანორთოსისში” მოასპარეზე თემურ ქეცბაიამ “აპოელს” სამი გოლი გაუტანა. მატჩი “ანორთოსისის” გამარჯვებით დასრულდა (3:2).

2005 - ამერიკულ ქალაქ ფაიტვილში ჩატარებულ შტატების საუნივერსიტეტო ჩემპიონატში, 19 წლის ტრინიდადელმა კერონ კლემენტმა დახურულ სივრცეში 400 მეტრიანი დისტანცია 44.57 წამში გაირბინა, რითიც მან ლეგენდარული მაიკლ ჯონსონის მიერ, 1995 წლის 5 მარტს დამყარებული რეკორდი გააუმჯობესა.

2005 - ადრიატიკის საკალათბურთო თასის გათამაშებაზე “ოლიმპიამ” “პარტიზანი” დაამარცხა (92:76). ვლადიმერ ბოისამ 28 წუთში 19 ქულა მოიპოვა და 4 მოხსნა განახორციელა.

2006 - ოსაკაში გამართულ პროფესიონალ სუმოისტთა ტურნირზე კოკაიმ დასავლეთის მეორე მაეგაშირა, დეჯიმა დაამარცხა.

2006 - ბრაზილიური საფეხბურთო კლუბის, “კორინთიანსის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ანტონიო ლოპესი გადადგა.

2007 - ოსაკას ბაშოზე კოკაიმ მეცხრე მაეგაშირა, ამინიშიკი დაამარცხა.

2008 - საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ჩემპიონატში პირველობა ნანა ძაგნიძემ მოიპოვა.

2009 - ტოტალიზატორმა “აჭარაბეთმა” საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩებზე ფსონების მიღება დაიწყო.

2009 - ქართველი ბირთვის მკვრელი მარიამ ქევხიშვილი აშშ-ის საუნივერსიტეტო ლიგის სამხრეთ-დასავლეთ კონფერენციის წლის მძლეოსნად აღიარეს.

2010 - ბუქარესტში რაგბისტთა შორის “ერთა თასის” მატჩში რუმინეთმა საქართველოს 22:13 მოუგო. რუმინელებმა ანთიმოზ ივერიელის თასი მოიპოვეს.

2011 - ლივერპული-ევერტონი 3:0. მერსისაიდული დერბის პირველი ჰეთ თრიკი. სტივენ ჯერარდის 3 გოლი.

2014 - მიუნხენის “ბაიერნის” პრეზიდენტს, ული ჰიონესს გერმანიის სასამართლომ ციხეში სამწელიწადნახევრის გატარება მიუსაჯა. ჰიონესს გადასახადების დაფარვაში ადანაშაულებენ, რომელთა საერთო თანხა 27 მილიონ ევროს შეადგენს. გერმანიის პროკურატურა ჰიონესისთვის ხუთწელიწადნახევარს მისჯას ითხოვდა.

ამ დღეს დაიბადნენ

1897 - უილიამ ჰერალდი. ავსტრიელი მოცურავე. 1920 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1937 - გენადი გუსაროვი. საბჭოთა კავშირის ნაკრებისა და მოსკოვის “ტორპედოს” ნახევარმცველი. ევროპის 1964 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონი.

1950 - ჯო ბაგნერი. ეს მოკრივე სამი ქვეყნის (ავსტრალიის, დიდი ბრიტანეთის და უნგრეთის) სახელით გამოდიოდა. 1971 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა.

1955 - ოლგა რუკავიშნიკოვა. საბჭოთა მძლეოსანი. თანამედროვე ხუთჭიდში 1980 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი.

1955 - ბრუნო კონტი. იტალიის ნაკრებისა და “რომას” მარჯვენა გარემარბი. მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონი. ესპანეთის მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე კონტიმ პერუს გაუტანა, რითაც იტალიელები მომდევნო სტადიაზე გავიდნენ. 1983 წელს გახდა იტალიის ჩემპიონი. ოთხჯერ ფლობდა ქვეყნის თასს. 1984 წლის ჩემპიონთა თასის ფინალისტი. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 47 მატჩი, გაიტანა 5 გოლი.

1962 - ივან იარემჩუკი. საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ნაკრებისა და კიევის “დინამოს” ნახევარმცველი. 1988 წლის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი. 1986 წელს კიეველებთან ერთად მოიგო თასების მფლობელთა თასი. იგი საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და თასის მფლობელია.

1973 - ედგარ დავიდსი. ჰოლანდიის საფეხბურთო ნაკრების, “აიაქსის,” “მილანის,” “იუვენტუსის,” “ბარსელონას,” “ინტერისა” და “ტოტენჰემ ჰოთსპურის” ნახევარმცველი. მოგებული აქვს ჩემპიონთა ლიგა, უეფა-ს და საკონტინენტთაშორისო თასები, ევროპის სუპერთასი. დავიდსი არაერთხელ იყო ჰოლანდიისა და იტალიის ჩემპიონი. აგრეთვე მოპოვებული აქვს ამ ქვეყნების თასები. მონაწილეობა აქვს მიღებული მსოფლიოსა და ევროპის პირველობებზე.

1974 - ანდრე ბატისტა სანტოსი. ბრაზილიელი ფეხბურთელი.

1974 - ტომას ენკვისტი. შვედი ჩოგბურთელი. მოპოვებული აქვს დევისის თასი. 1999 წელს ავსტრალიის ღია პირველობის ფინალი რუს ევგენი კაფელნიკოვთან წააგო. 1991 წელს გაიმარჯვა უიმბლდონის იუნიორთა ტურნირში. მსოფლიოს კლასიფიკაციაში მეოთხე საფეხურზე იყო.

1976 - ირაკლი ვაშაკიძე. “სამტრედიის,” თბილისის “დინამოს,” “ლოკომოტივისა” და “თბილისის,” ქუთაისის “ტორპედოს” მცველი. საქართველოს საფეხბურთო ნაკრებში ჩატარებული აქვს ერთი მატჩი.

1976 - ტროი ჰადსონი. “მინესოტა ტიმბერვულვზის” გამთამაშებელი (183 სმ).

1977 - ბო ლიანი. ჩინელი მძლეოსანი. 5 ათას მეტრზე რბენაში დამყარებული აქვს მსოფლიოს რეკორდი.

1979 - რევაზ ქემოკლიძე. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების, თბილისის “დინამოსა” და “ლოკომოტივის,” ქუთაისის “ტორპედოს,” თურქეთის “ქოჯაელისპორის” მცველი. იცავდა ცხინვალის “სპარტაკის” ღირსებას.

1980 - კერონ ბატლერი. “ლოს ანჯელეს ლეიკერსის” ფორვარდი (201 სმ).

ამ დღეს გარდაიცვალა

1983 - ლუისონ ბობე. ფრანგი ველომრბოლელი. “ტურ დე ფრანსის” გამარჯვებული 1953-1955 წლებში. გარდაიცვალა 58 წლის ასაკში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11998