ძიუდო

15:29 | 12.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

თუშიშვილი ოქროს მიუახლოვდა, მარგიანი და ბუღაძე - ბრინჯაოებს

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მძიმეწონოსანმა გურამ თუშიშვილმა ბაქოს გრან სლემზე დილის პროგრამაში სამი შეხვედრა ჩაატარა, სამივე იპონით მოიგო და ფინალში გავიდა. 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე უშანგი მარგიანი და კიდევ ერთი მძიმეწონოსანი ონისე ბუღაძე კი რეპეშაჟის ფინალში არიან.

თუშიშვილი გადამწყვეტ ბრძოლაში უნგრელ ბარნა ბორს დაუპირისპირდება. მარგიანი აზერბაიჯანელ ტურალ საფგულიევს შეხვდება, ბუღაძის მეტოქე კი კოკაური იქნება.

დღესვე, აზერბაიჯანულ ტატამზე საქართველოს სახელით, 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე დავით ოზბეთელაშვილიც გავიდა, მაგრამ პირველსავე წრეში დამარცხდა ებრაელ პეტერ პალჩიკთან.

ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

0.11328