ფეხბურთი

13:30 | 12.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფალკაო კვლავ ტრავმირებულია

კოლუმბიის ეროვნული ნაკრების და "მონაკოს" თავდამსხმელმა რადამელ ფალკაომ "ბორდოსთან" მოგებულ (2:1) 29-ე ტურის მატჩში ფეხის დაზიანება მიიღო და მოედანი 65-ე წუთზე დატოვა.

როგორც ლეონარდო ჟარდიმმა მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ფეხბურთელმა ფეხში მძიმე დარტყმა მიიღო და გამოკვლევა დაადასტურებს რამდენად სერიოზულია ფალკაოს დაზიანება. "მონაკო" "მანჩესტერ სიტის" 15 მარტს უნდა შეხვდეს და შესაძლოა სახრეთამერიკელმა დაპირისპირება გამოტოვოს.

მიმდინარე სეზონში ფალკაოს მიკრო ტრავმები რამდენჯერმე ჰქონდა, თუმცა მაინც შედეგიანად ასპარეზობს - 31 მატჩი, 24 გოლი, 5 საგოლე გადაცემა.

0.11112