ფეხბურთი

22:48 | 12.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ფიორენტინამ" ბერნარდესკის "ინტერში" გადასვლა უარყო

"ფიორენტინას" ხელმძღვანელობამ ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით ფედერიკო ბერნარდესკის მილანის "ინტერში" გადასვლის შესახებ ინფორმაცია უარყო. გავრცელებული ინფორმაციით, ფლორენციული და ლომბარდიული კლუბები ტრანსფერზე შეთანხმდნენ და "იები" 40 მილიონ ევროს მიიღებდნენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ ფეხბურთელს არასდროს უფიქრია კლუბის დატოვება.

იტალიის ეროვნული ნაკრების შემტევი "ფიორენტინას" აკადემიის აღზრდილია და მთავარ გუნდში 2014 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა 34 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა, ხოლო მისი სატრანსფერო ღირებულება 16-დან 24 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107364