სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ბლოგი

22:00 | 12.03.2017 | ნანახია 743 - ჯერ

უარყოფილი საქართველო

ბედნიერნი ხართ ბებერი ევროპის შვილებო, რამეთუ არ იცით რას ნიშნავს ემეზობლებოდე რუსეთს! ჩვენთვის კი ეს უკვე მთელი ტრაგედიაა, დიდი და დაუსრულებელი ტრაგედია, რომელსაც დასასრული არ უჩანს და თქვენის ხელშეწყობით, შესაძლებელია არც არასდროს დასრულდეს!

არავის დაუძალებია ევროპელები მათი ცხოვრება და თუნდაც სპორტი დაკავშირებულიყო ერთი ქვეყნისა და ხალხის - რუსეთის წარმატებებთან და ეს ყველაფერი გაკეთებულიყო „მოძმისა და ერთმორწმუნის“ ნიღაბქვეშ. ევროპელები ალბათ ვერასოდეს გაუგებენ რას ნიშნავს გყავდეს მიხეილ მესხი, რომელიც დღემდე მსოფლიოს უმეტესობას დიდი რუსი ფეხბურთელი ჰგონია. და მხოლოდ ეს იყო?...

საქმე მხოლოდ მიხეილ მესხში ან დავით ყიფიანშიც არაა. როგორც ჩანს სრულიად მართალი იყო ახალგაზრდა პოლონელი მწერალი კინჟეკი, რომელიც ამბობდა: "პოლონეთს მაშინ ეშველა, როდესაც მიხვდა, რომ ევროპის იმედად ყოფნა არ შეიძლებოდა და საკუთარი სახელისათვის თავად უნდა ებრძოლა". ამ ვითარებაში შეუძლებელია არ გაგახსენდეს მოხუცი, ხეტიალისაგან დაღლილი საქართველოს ელჩი სულხან-საბა ორბელიანი, რომელსაც პარიზში არავინ მოუსმინა და საქართველო სპარსეთის წინაშე უმოკავშირეოდ დარჩა. ამის მერე რა ამბებიც დატრიალდა, თქმაც კი ძნელია...

ამ ყველაფერზე განსაკუთრებულად რამდენიმე დღის წინ გავბრაზდი, როდესაც თბილისში გაცნობილი მავანი ფრანგი ჟურნალისტი მიმტკიცებდა, რომ ქართველი სპორტსმენების ძველი, საბჭოეთისდროინდელი წარმატებები იმის „დამსახურება“ იყო რომ ზოგადად საბჭოთა სპორტი იყო მაღალი დონის და ქართველები ჩვენი სპორტსმენების წარმატებას რუსეთს უნდა ვუმადლოდეთ.

ძალიან უტიფარი ან გაუნათლებალია ის ევროპელი, რომელიც რუსეთს მოკავშირედ აღიქვამს, ასეთYადამიანს საკუთარ ტყავზე უნდა გამოაცდევინო რას ნიშნავს საუკუნეების მანძილზე ჩაგვრა და ომიდან სიკვდილის გამოქცევის შემდეგ კოდორის უღელტეხილების გადალახვა, რას ნიშნავს რუსი კაზაკების მიერ ცხინვალის ცენტრში დახვრეტილი მეგობრის ნახვა, რას ნიშნავს 1924 წელს ფეხმძიმე ქალების ურემში შებმა და გამათრახება... იმედია მერე მაინც გაიგებს, თუ რატომ შევცქეროდით "ნატოში" გაწევრიანებას ასეთი ნატვრითა და მოლოდინებით. ეს კიდევ დამდგარა და იძახის, ყიფიანის ნიჭიერება საბჭოთა სპორტის ზოგადი მაღალი დონის დამსახურებააო. საძაგლობა თუ გინდათ ესაა...

ჩვენ ალბათ მაინც გამოვნახავთ ძალას და მაინც ბოლომდე ვიბრძოლებთ მსოფლიოში იმ ადგილისთვის, რაც ყოველთვის გვეკუთვნოდა, მაგრამ წუპაკმა ადამიანებმა წაგვართვეს. ჩვენ ჩვენსას ვეცდებით, მაგრამ თუკი დადგება დრო, როდესაც ამ "ფრიად განათლებულ" ევროპასაც დაუდგება მძიმე დროება, ეგებ ერთხელ მაინც გაიხსენონ ყველას მიერ ჩაგრული და ფეხებზე დაკიდებული საქართველო, რომლიც მხოლოდ მისი კუთვნილის დაბრუნებაზე ოცნებობდა.

როგორც გლდანელი სპარტაკა, ასევე ევროპაც "ჩიტივით თავისუფალია", ამიტომ თუ მართლაც ასრულდა ზოგიერთების ავი წინასწარმეტყველება და რუსეთმა განახორციელა რაც პუტინის დიდი ხნის ოცნებაა და კავკასია სრულიად მიიერთა, მაშინაც ალბათ გამოჩნდებიან რუსეთის გამმართლებლები. რას ვიზამთ, სიბნელეს საზღვრები არა აქვს. ყიფიანს მაინც დაანებონ თავი!

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
23:39 | 12.03.2017
stoned (809)

ჩვენი მენტალიტეტიდან გამომდინარე ველოდებით რომ ევროპის ქვეყნები ჩვენ მიგვიღებენ ტანასწორად და პატივისცემით.მაგრამ ეს ესე არ იქნება და ეს უკვე ნათელია და ის წარმოდგენები რომელიც ეხლა გვაბრმავებს და გვიზიდავს სულ მალე ბოღმაში და შუღლში გადავა რასაც მოყვება კონკრეტული რეაგირება დემოკრატიული ევროპიდან ისეთები როგორიც არის მაგალითად ლტოლვილთა ბანაკების გახსნა ჩვენს ტერიტორიაზე და ეშმაკმა იცის კიდევ რა . ისედაც ჩანაცვლება ხდება ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლების თითქმის ყველა სფეროში და ეს იქნება დამღუპველი საბოლოოდ. ასე რომ მაინცდამაინც ტყავიდან ნუ ამოვხტებით ვინმესთვის ერთგულების დასამტკიცებლად დავბრუნდეთ ჩვენს ქვეყანაში და თავდახრილად ვიმუშაოთ და დავაფასოთ ერთმანეთი რომ აქამდე წვალებით მოტანილი ქვეყანა მომავალს გადავულოცოთ ოდნავ უფრო უკეთესი.

23:32 | 12.03.2017
stoned (809)

ისეთ სათუთ თემებს რასაც საქართველოს და რუსეთის ურთიერთობა ქვია ძალიან სიფრთხილით უნდა მივუდგეთ . პირველ რიგში უნდა შევიგნოთ რომ არ არსებობს ერი რომელიც მოგვიდგება ისე როგორც ჩვენ გვინდა იმიტომ რომ ჩვენც არ ვიცით რა გვინდა ზოგადად რუსეთის ავკარგიანობაზე ლაპარაკს ჯობს ჩვენ ჩამოვყალიბდეთ და შევცვალოთ მიდგომა ორმაგ სტანდარტებზე,დავასრულოთ კინკლაობა ელემენტარულ საკითხებზე და დავისახოთ მიზანი რომელიც თვენახევარში რადიკალურად არ შეიცვლება და არ გაუფასურდება. რატომღაც შევქმენით ილუზია რომ თურქეთი არის ჩვენი მოკავშირე რომელსიც ჩვენი ყველაზე დიდი მტერია (ნებისმიერი ეპოქა ამას გვახსენებს) გავიხსენოთ რომ გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა მარნეულის და ახალქალაქის ტერიტორიები ჩვენ აღარ გვეკვუთნის და კიდევ მრავალი სადაო მიწა რომელიც ფორმალურად ჩვენს ტერიტორიებად ითვლება.ის რომ ამ მტკივნეულ თემას რომელზედაც ავტორი მოგვითხრობს ცოტა არ იყოს გადაჭარბებული ხომ არ არის გაიგივება ჩემს მიერ ჩამოთვლილი პრობლემებთან?

22:20 | 12.03.2017
LA.paata (743)

ჩვენი ხელით ვითხრით სამარეს და რა გვინდა რომ ევროპამ გვიშველოს? ერთობა არაა ხალხში და ყველას კიდია ცნება სამშობლოსი. ვინ გააკეთებს ჩვენს გასაკეთებელს? შინა ომებმა და ურთიერთ დაპირისპირებამ მოუღო საქართველოს ბოლო და ახლაც იგივე მეორდება. ესაა ჩვენი მთავარი სენი.

23:12 | 12.03.2017
stoned (809)

ესე მოკლედ კონკრეტული სიმართლე დიდი ხანია არ გამიგია ! ყველაფერში მართალი ხარ!

სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 531
0.146668