ისტორია

9:58 | 12.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

12 მარტი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1962- დაიბადა ანდრეას კეპკე. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრების, “ჰერტას”, “ნიურნბერგის”, “აინტრახტის”, “მარსელის” გოლკიპერი. 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. 1996 წლის ევროპის ჩემპიონი. 1992 წლის კონტინენტის პირველობის ვერცხლის მედლის მფლობელი. 1993 წელს დაასახელეს გერმანიის საუკეთესო ფეხბურთელად. 1996 წელს აღირეს პლანეტის უძლიერეს მეკარედ. გერმანიის ნაკრებში ჩაატარა 59 მატჩი. 1995 წელს თბილისში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა. მატჩი გერმანელებმა 2:0 მოიგეს.


მნიშვნელოვანი ფაქტები
1881- შოტლანდიის საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში პირველად იასპარეზა შავკანიანმა ფეხბურთელმა. ეს მოთამაშე, ენდრიუ უოტსონი იყო.
1887- ირლანდიის საფეხბურთო ნაკრებმა პირველი გამარჯვება მოიპოვა. ირლანდიელებმა ბელფასტში უელსს 4:1 მოუგეს.
1902- უნგრეთში დაარსდა საფეხბურთო კლუბი “დებრეცენი”. მადიართა უპირველეს საფეხბურთო ლიგაში ასპარეზობის უფლება 1993 წელს მოიპოვა. Bბოლო წლებში, ორჯერ მოიპოვა უნგრეთის თასი და სამჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი.
1908- “მონრეალ უონდერერზმა”, ორი მატჩის ჯამში, “ვინიპინგ მეიფლ ლივზი” დაამარცხა და ჰოკეიში სტენლის თასი მოიპოვა.
1910- ინგლისის საფეხბურთო ნაკრებმა საფრანგეთს 20:0 მოუგო. 11 გოლი ალბიონელთა ფორვარდმა დეიმ გაიტანა.
1966- ბობი ჰალმა, ჰოკეის ეროვნული ლიგის მოთამაშეთა შორის შედეგიანობის რეკორდი დაამყარა. მან, რეგულარული პირველობის ერთი სეზონის მატჩებში 51-ე შაიბა გაიტანა.
1972- ჰოკეის ეროვნულ ლიგაში ჩატარებული 26 სეზონის შემდეგ, კარიერა დაასრულა გორდი ჰოუმ.
1972- ინგლისელმა ფეხბურთელმა, 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა ჯეკი ჩარლტონმა, “ლიდს იუნაიტედის” შემადგენლობაში მე-600-ე მატჩი ჩაატარა.
1973- საფეხბურთო კარიერის განმავლობაში, პელემ ერთადერთხელ იასპარეზა ლონდონში. ამხანაგურ მატჩში, ბრაზილიის ნაკრებმა ადგილობრივ “ფულემთან” 1:2 წააგო.
1978- ამერიკელმა მოციგურავე ერიკ ჰეიდენმა, 1000 მეტრზე რბოლაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (1:14.99).
1983- დონ რიჩიმ, 50 მილზე სირბილში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (4:51.49).
1984- დიდ ბრიტანელმა ცუგურებით ფიგურულ მოსრიალეთა წყვილმა (ჯეინ ტორვილი-კრისტოფერ დინი), პირველად სპორტის ამ სახეობის ისტორიაში, ცხრავე არბიტრისგან უმაღლესი შეფასება, 6.0 დაიმსახურა.
1985- ლარი ბერდმა, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბ “ბოსტონ სელტიკსის” ერთი მოთამაშის მიერ შედეგიანობის რეკორდი დაამყარა (60 ქულა).
2005- საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა, ერთა თასის მატჩში რუმინეთს 20:13 მოუგო. ამმოგების შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა “ანთიმოზ ივერიელის თასი” მოიპოვა.
2005-
პრაღაში გამართულ ძიუდოისტთა მსოფლიოს თასის გათამაშებაში, ვახტანგხოსიტაშვილმა (60 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.
2006- “
ატლანტა ჰოუქსი” “ჩიკაგო ბულზთან” დამარცხდა (95:90). ზაზა ფაჩულიამ 11 ქულამოაგროვა, 6 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 შედეგიანი გადაცემა განახორციელა.
2006-
იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატში, “მონტეპასკმა” “ვარეზე” დაამარცხა (72:63).ვლადიმერ ბოისამ 17 ქულა მოაგროვა და 7 მოხსნა განახორციელა.
2006-
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში, “ბარსელონა” ბილბაოს “ლან აროსთან”დამარცხდა (85:94). საქართველოს ნაკრების ყოფილმა გამთამაშებელმა შემონდ უილიამსმა, 35 წუთში 22 ქულა მოაგროვა, 3 მოხსნა და 6 შედეგიანი პასი განახორციელა.
2007-
ოსაკაში გამართულ პროფესიონალ სუმოისტთა ტურნირზე, კოკაიმ (ლევან ცაგურია)ტაკამისაკარი დაამარცხა.
2007- დორტმუნდის “ბორუსიას” მთავარი მწვრთნელის პოსტი იურგენ რიობერმა დატოვა.
2011- რაგბის ერთა თასის მატჩში საქართველოს ეროვნულმა გუნდმა თბილისში რუმინეთისნაკრებს 18:11 მოუგო.

2013- "ბრუკლინისა" და "ფილადელფიას" დაპირისპირებისას, "ნეთსის" გამთამაშებელმა დერონ უილიამსმა მეოთხე მეოთხედის დასრულებამდე 9:23 წუთით ადრე საჯარიმო ტყორცნა ჩააგდო და ნბა-ში თავისი კარიერული მონაგარი 10000 ქულამდე გაზარდა. ამ საიუბილეო რიცხვის მისაღწევად "დი-უეის" 567 მატჩის ჩატარება მოუწია.



ამ დღეს დაიბადნენ
1921- ჯანი ანიელი. კომპანია “ფიატისა” და ტურინის “იუვენტუსის” მეპატრონე.
1923- ჰიალმარ ანდერსონი. ნორვეგიელი მოციგურავე. 1952 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს სამი მედალი მოიპოვა.
1925- ლუიზონ ბობე. ფრანგი ველოსიპედისტი. “ტურ დე ფრანსის” ზედიზედ სამგზის გამარჯვებული (1953-55).
1937- ზურაბ სოტკილავა. სახელგანთქმული ქართველი საოპერო მომღერალი. გასულისაუკუნის 50-იან წლებში იყო თბილისის “დინამოს” მცველი. მან საკავშირო ჩემპიონატის სამმატჩში მიიღო მონაწილეობა.
1945- იორგენ სუნდელინი. შვედი აფროსანი. 1968 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.
1947-ალექსანდრ ბოლოშევი. საბჭოთა კავშირის საკალათბურთო ნაკრებისა და მოსკოვის “დინამოს” მეფარე (204 სმ). 1972 წლის ოლიმპიური და 1974 წლის მსოფლიოს ჩემპიონი.
1947- დავიდ რიგერტი. საბჭოთა (ლატვიელი) ძალოსანი. 1976 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონი. რიგერტს დამყარებული აქვს მსოფლიოს 63 რეკორდი.
1950- ხავიერ კლემენტე. წარსულში ბილბაოს “ატლეტიკის” ფორვარდი. ორჯერ აქვს მოგებული ესპანეთის “სამეფო თასი”. მძიმე ტრავმის გამო, საფეხბურთო კარიერა 24 წლის ასაკში შეწყვიტა. მოგვიანებით, მწვრთნელი გახდა. სამჯერ აღიარეს ესპანეთის წლის საუკეთესო დამრიგებლად. კლემენტეს ხელმძღვანელობით, “სოსიედადი” ორჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი. წვრთნიდა სერბიის ნაკრებსაც.
1952- იასუხიკო ოკუდერა. პირველი იაპონელი ლეგიონერი გერმანულ ბუნდესლიგაში. გერმანიაში ყველაზე დიდხანს ბრემენის “ვერდერში” ასპარეზობდა. ბუნდესლიგაში ჩაატარა 234 მატჩი და გაიტანა 26 გოლი. 1978 წელს გახდა გერმანიის ჩემპიონი და თასის მფლობელი. იაპონიის ნაკრებში ჩაატარა 27 შეხვედრა, გაიტანა 8 გოლი. აქტიური სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, გახდა მწვრთნელი. ამომავალი მზის ქვეყანაში დააარსა საფეხბურთო აკადემია.
1957- პატრიკ ბატისტონი. საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრების რიგებში 1984 წლის ევროპის ჩემპიონი. 1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორი. საფრანგეთის ნაკრებში ჩაატარა 56 შეხვედრა (3 გოლი). Bბატისტონი 5-ჯერ გახდა საფრანგეთის ჩემპიონი, ორჯერ მოიპოვა სამფეროვანთა ქვეყნის ეროვნული თასი. 1983 წელს, გაეროსთან არსებულმა ორგანიზაცია იუნესკომ, ჯენტლმენური საქციელის გამო ორდენით დააჯილდოვა. 1982 წელს, მუნდიალის ნახევარფინალში, ბატისტონს გერმანიის ფედერაციული ნაკრების მეკარე ჰარალდ შუმახერმა უმძიმესი ტრავმა მიაყენა.
1962- გუნდე სვანი. ლეგენდარული შვედი მოთხილამურე. 1984 და 1988 წლების ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მოიპოვა ოქროს ოთხი მედალი. მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი.
1962- ანდრეას კეპკე. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრების, “ჰერტას”, “ნიურნბერგის”, “აინტრახტის”, “მარსელის” გოლკიპერი. 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. 1996 წლის ევროპის ჩემპიონი. 1992 წლის კონტინენტის პირველობის ვერცხლის მედლის მფლობელი. 1993 წელს დაასახელეს გერმანიის საუკეთესო ფეხბურთელად. 1996 წელს აღირეს პლანეტის უძლიერეს მეკარედ. გერმანიის ნაკრებში ჩაატარა 59 მატჩი. 1995 წელს თბილისში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა. მატჩი გერმანელებმა 2:0 მოიგეს.
1963- ჟოაკინ კარვალიუ. ბრაზილიელი მძლეოსანი. 800 მეტრზე რბენაში 1984 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.
1967- ხულიო დელი ვალდესი. 1990-2000-იანი წლების პანამის ნაკრების ფორვარდი. მეტსახელად “პანაგოლი”. თამაშობდა პერუში, ურუგვაიში, იტალიაში, საფრანგეთსა და ესპანეთში. 1996 წელს მოიპოვა თასების თასი. ფლობდა ურუგვაის ჩემპიონის ტიტულს. დელი ვალდესი ჩრდილოეთი და ცენტრალური ამერიკის ყველა დროის ათ საუკეთესო ფეხბურთელს შორისაა დასახელებული.
1967- ანდრეს ესკობარი. 1988-94 წლებში კოლუმბიის ნაკრების მცველი. ნაკრების რიგებში ჩაატარა 53 მატჩი გაიტანა ერთი გოლი. 1989 წელს მოიპოვა ლიბერტადორესის თასი. 1994 წლის მუნდიალზე, აშშ-ს ნაკრებთან თამაშისას საკუთარ კარში გოლი გაიტანა, რისთვისაც ფანატიკოსმა კოლუმბიელმა გულშემატკივარმა ესკობარი მოკლა.
1968- მაია გუბიევა. სასტენდო სროლაში (სასანგრე სტენდი) მსოფლიოს ჩემპიონი გუნდურჩათვლაში და მეორე პრიზიორი პირადში (1990). ევროპის ჩემპიონი გუნდურში და მესამეპრიზიორი პირადში (1990). მაია გუბიევა საქართველოს ჩემპიონი და თასის მფლობელიამამაკაცთა შორის (1989).
1979- ლი სიუ იანი. ჩინელი ტანმოვარჯიშე. სპორტულ ტანვარჯიშში 2000 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

0.113629