ფეხბურთი

10:34 | 12.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

Le Parisien: "დენიზ აიტეკინი პსჟ-ს ფეხბურთელებს აგინებდა"

ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა Le Parisien-ი სკანდალურ ცნობას ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, “ბარსელონასა” და “პარი სენ ჟერმენის” მატჩის დროს დენიზ აიტეკინი პარიზული კლუბის ფეხბურთელებს აგინებდა.

როგორც ზემოხსენებული წყარო წერს, გერმანელი მსაჯი პსჟ-ს ფეხბურთელებს ამა თუ იმ ეპიზოდის გაპროტესტებისას უხეშად ესაუბრებოდა. მეტიც, რამდენჯერმე აიტეკინმა უნაი ემერის შეგირდებს შემდეგნაირად უპასუხა: Fuck You!

“ბარსელონასა” და პსჟ-ს შეხვედრა ოთხშაბათს გაიმართა, თუმცა გამოხმაურება დღემდე გრძელდება. ამას ორი მიზეზი აქვს: ესპანელთა საოცარი ქამ-ბექი და დენიზ აიტეკინი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115325