ფეხბურთი

23:22 | 11.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: მასპინძელთა დღე

პრემიერლიგის არასრული (ასოციაციის თასის გამო) 28-ე ტურის პირველ სათამაშო დღეს სამი შეხვედრა გაიმართა და სამივე დაპირისპირება მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა.

“ბორნმუთი” საკუთარ მოედანზე “ვესტ ჰემს” დაუხვდა და 2017 წელს პრემიერლიგაში პირველად იმარჯვა. ედი ჰაუს შეგირდებს ჩემპიონატში 8 მატჩი არ ჰქონდათ მოგებული (3 ფრე და 5 მარცხი). მასპინძლებს მე-9 წუთზე შეეძლოთ დაწინაურება, მაგრამ ჯოშუა კინგმა მე-9 წუთზე პენალტიდან ძელს გაარტყა, ხოლო ერთ წუთში გამოუყენებელი მომენტის გამო დაისაჯნენ და ანტონიომ ანგარიში გახსნა. 31-ე წუთზე ჯოშუა კინგმა ეფექტური ბურთი შეაგდო და დაშვებული შეცდომა გამოასწორა. 6 წუთში კი, მასპინძლებს წინ გასვლა შეეძლოთ, მაგრამ მეორე პენალტი ვერ გამოიყენეს – ამჯერად 11-მეტრიანი აფობიმ შეასრულა და რენდოლფს ვერ აჯობა.

მეორე ნახევარი მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და 48-ე წუთზე კინგმა ახლო მანძილიდან დუბლი გაიფორმა. 83-ე წუთზე ცვლილებაზე შემოსულმა ანდრე აიუმ გაათანაბრა, მაგრამ 90-ე წუთზე კინგმა ჰეთ-თრიკი შეასრულა და “ბორნმუთმა” გამარჯვების გემო გაიხსენა – 3:2. ედი ჰაუს შეგირდებმა 30 ქულა დააგროვეს და გასავარდნ ზონას 6 ქულით მოცილდნენ, ხოლო “ვესტ ჰემი” 33 ქულით მე-11 პოზიციას იკავებს.

“ევერტონმა” “გუდისონ პარკზე” “ვესტ ბრომვიჩი” მიიღო, სამი უპასუხო ბურთი გაუტანა და მე-7 პოზიცია კიდევ უფრო გაიმყარა. “კანფეტებმა” მეტოქის წინააღმდეგობა 39-ე წუთზე გატეხეს: მირალაშმა დამატებაზე ითამაშა და ახლო მანძილიდან გაიტანა, ხოლო მსაჯის მიერ პირველ დამატებულ წუთზე მორგან შნეიდერლენმა მერსისაიდელების მაისურით პირველი ბურთი გაიტანა და ტაიმი 2:0 დასრულდა. 82-ე წუთზე კი, რომელუ ლუკაკუც ჯერიც დადგა, რომელმაც მიმდინარე გათამაშებაში მე-19 გოლი გაიტანა და ჰარი კეინთან ერთად ბომბარდირთა დავას ლიდერობს.

მესამე მატჩი აუტსაიდერებს შორის შედგა: “ჰალ სიტიმ” ე.წ. 6-ქულიან მატჩში “სუონსის” უმასპინძლა და ცვლილებაზე შემოსული ნიასეს დუბლით იმარჯვა. ის მოედანზე 65-ე წუთზე გამოჩნდა, ხოლო 69-ე და 78-ე წუთებზე გოლები გაიტანა. “სუონსიმ” პრესტიჟის გოლი 91-ე წუთზე გაიტანა, რომელიც მოუსონის ანგარიშზეა – 2:1.

ბორნმუთი – ვესტ ჰემი 3:2 (1:1)

ბორნმუთი, “დინ კურტი”

ბორნმუთი (4-2-3-1): ბორუცი, კუკი, ფრანცისი, დანიელსი, სმიტი, არტერი, გოსლინგი, ფრეისერი (მოუსეტი 85), კინგი, პუგი, აფობი (უილშირი 85).
მწვრთნელი: ედი ჰაუ

ვესტ ჰემი (4-4-1-1): რენდოლფი, ფონტე, რიდი, კრესველი, კუაიტე (ბაირამი 78), ნობლი (სნოდგრასი 58), ობიანგი, ფეგული (ა.აიუ 58), ლანცინი, ანტონიო, ე.კეროლი.
მწვრთნელი: სლავენ ბილიჩი

გოლები: 0:1 ანტონიო (10), 1:1, 2:1, 3:2 კინგი (31;48; 90), 2:2 ა.აიუ (83)
გაფრთხილებები: პუგი, აფობი, გოსლინგი, კუკი – ნობლი, ობიანგი
მსაჯი: რობერტ მედლი

მე-9 წუთზე კინგმა პენალტი ვერ გაიტანა (ძელი), 37-ე წუთზე აფობიმ პენალტი ვერ გაიტანა (მეკარე)

ევერტონი – ვესტ ბრომვიჩი 3:0 (2:0)

ლივერპული, “გუდისონ პარკი”

ევერტონი (4-2-3-1): რობლესი, იაგიელკა, უილიამსი, კოულმენი, ბეინსი (მორი 46), ბერი (კალვერტ-ლევინი 84), შნეიდერლენი, ტ.დევისი, ბარკლი, მირალაში (გაიე 71), ლუკაკუ.
მწვრთნელი: რონალდ კუმანი

ვესტ ბრომვიჩი (4-1-4-1): ფოსტერი, მაკოლი, ევანსი, ნიომი, დოუსონი, ლივერმორი, დ.ფლეტჩერი, იაკობი (მორისონი 79), ჩადლი, მაკკლინი (ბრანტი 75), რობსონ-კანუ (რონდონი 76).
მწვრთნელი: ტონი პულისი

გოლები: 1:0 მირალაში (39), 2:0 შნეიდერლენი (45+1), 3:0 ლუკაკუ (82)
გაფრთხილებები: ბერი – იაკობი, დოუსონი
მსაჯი: გრემ სკოტი

ჰალი – სუონსი 2:1 (0:0)

ჰალი, “კინგსტონ სთედიუმი”

ჰალი (4-1-4-1): იაკუპოვიჩი, მაგუირე, რანოკია, ელაბდელაუი, რობერტსონი, ჰადლსტოუნი, კლუკასი, ნ’დიაიე (ნიასე 63), გროსიცკი, მარკოვიჩი (ელმოჰამადი 75), ა.ერნანდესი (მეილერი 82).
მწვრთნელი: მარკო და სილვა

სუონსი (4-3-3): ფაბიანსკი, მოუსონი, ფ.ფერნანდესი, ოლსონი, რანხელი (ამატი 33), ფერი, კორკი, ტ.კეროლი, სიგურდსონი, რუტლიჯი (ნარსინგი 71), ფ.ლორენტე (ჯ.აიუ 45).
მწვრთნელი: პოლ კლემენტი

გოლები: 1:0, 2:0 ნიასე (69; 78), 2:1 მოუსონი (91)
გაფრთხილებები: ნ’დიაიე, ჰადლსტოუნი, მარკოვიჩი – ოლსონი
მსაჯი: ანდრე მარინერი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117086