ფეხბურთი

0:30 | 12.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბუფონი სერია A-ს სტაჟიანთა სამეულში

ტურინის “იუვენტუსის” მეკარეს ჯანლუიჯი ბუფონს “მილანთან” (2:1) მატჩის შემდეგ იტალიის სერია A-ში 613 ჩატარებული მატჩი დაუგროვდა. აღნიშნული მონაცემებით კი, იტალიელი მესამე ადგილზე იმყოფება. ბოლო ტურის შემდგომ მან ერთი თამაშით გადაასწრო “რომას” კაპიტანს ფრანჩესკო ტოტის.

პირველ პოზიციაზე “მილანის” ლეგენდარული მცველი პაოლო მალდინია, რომელსაც 647 მატჩი აქვს ჩატარებული, მეორე პოზიციაზე კი “ინტერის” ექს კაპიტანი ხავიერ ძანეტი გახლავთ 615 მატჩით.

რაც შეეხება ბუფონს, მას იტალიის ჩემპიონატში დებიუტი 1995 წელს, “პარმასა” და “მილანის” შეხვედრაში ჰქონდა.

0.117404