ფეხბურთი

22:45 | 11.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

“მილანს” სუსო გამოაკლდა

იტალიურ “მილანს” საკადრო პრობლემები მოეძალა. საქმე ისაა, რომ გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი სუსო თამაშს მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ვერ შეძლებს. აღნიშნულ ინფორმაციას Sky Sport-ი ავრცელებს.

23 წლის ესპანელმა დაზიანება ერთი კვირის წინ, “კიევოსთან” შეხვედრაში მიიღო. თავდაპირველი ინფორმაციით, ტრავმა სერიოზული არ უნდა ყოფილიყო და “იუვენტუსთან” ბოლო ტურის დაპირისპირებაშიც უნდა ეთამაშა, მაგრამ ასე არ მოხდა.

სუსოს მიმდინარე სეზონში 27 შეხვედრაში 6 გოლი და 7 საგოლე გადაცემა აქვს დაგროვილი.

თეგებიმილანისუსო
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110384