ფეხბურთი

20:50 | 11.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

შექსპირი "ლესტერს" სეზონის ბოლომდე უხელმძღვანელებს

ინგლისის მოქმედ ჩემპიონ "ლესტერს" სეზონის ბოლომდე კრეიგ შექსპირი გაწვრთნის. როგორც შკყ შპორტს-ი სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყება, ინგლისელი სპეციალისტი "მელიების" ხელმძღვანელობას შეუთანხმდა და კონტრაქტს სეზონის ბოლომდე გააფორმებს.

კრეიგმა კლაუდიო რანიერი გასულ თვეში შეცვალა და დღემდე მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელია. შექსპირს "ლესტერი" მთავარ მწვრთნელად "სევილიასთან" მატჩამდე დანიშნავს, მომდევნო სეზონიდან კი კლუბს ახალი დამრიგებელი ეყოლება. კრეიგის თავკაცობით "მელიებმა" ორი მატჩი ჩაატარეს და ორივე მოიგეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125803