ფეხბურთი

19:59 | 11.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნულ ლიგაში "ლოკომოტივი" გალიდერდა

ეროვნული ლიგის მეორე ტურში ყველაზე ადრე თბილისური დერბი დაიწყო: "ლოკომოტივი" "დინამოს" ეთამაშა და 1:0 მოუგო. ერთადერი გოლი 57-ე წუთზე გავიდა, ნოდარ ქავთარაძემ ირაკლი კომახიძის პასით გაიტანა. შესაბამისად, გიორგი დევდარიანის გაწვრთნილ "ლოკოს" 6 ქულა აქვს და ჩემპიონატის ლიდერია...

ბათუმის "დინამოსთვისაც" კარგი ტური იყო. ლევან ხომერიკის გუნდმა გორის "დილას"სტუმრად 1:0 სძლია. ბოლო წუთებზე გავიდა ერთადერთი გოლი: უკრაინელმა კვასოვმა სუხიაშვილის პასით შეაგდო და ზღვისპირელებს სამი ქულა მოუტანა.

ფოთის "კოლხეთმა" 3:0 სძლია "საბურთალოს". მე-60 წუთამდე გოლი არ იყო გასული, მაგრამ გიორგი ჯანელიძემ 12-წუთიან მონაკვეთში დუბლი მიითვალა, მერე კი სენეგალელმა არფანგ დაფემ უფრო სოლიდური გახადა ფოთელთა უპირატესობა. ორივე გუნდს 3-3 ქულა აქვს ჩემპიონატში.

ჯანელიძეს ჯერ დაფე, მერე კი კოვტალიუკი დაეხმარნენ გოლის გატანაში. ყველაზე ლამაზი გოლი კი თავად სენეგალელმა შეაგდო - მარცხნიდან შეიჭრა საჯარიმოში და შორეულ კუთხეში ძლიერად დაარტყა.

...და მატჩი სამტრედიაში... ჩემპიონი მეორეადგილოსნის წინააღმდეგ. "სამტრედიამ" საჩხერის "ჩიხურას" უმასპინძლა და 0:1 წააგო. გიორგი კორიფაძემ მშვენიერი გოლი გაიტანა: მარჯვენა ფლანგზე გააყოლეს ბურთი, კორიფაძისგან ყველა ჩაწოდებას ელოდა, მაგრამ მან შორეულ კუთხეში დაარტყა და ომარ მიგინეიშვილმა ვერაფერი გააწყო."სამტრედიას" 6 შესაძლებლიდან მხოლოდ 1 ქულა აქვს, თანაც, ორივე მატჩი შინ ჩაატარა. ცუდად დაიწყო ჩემპიონმა...

ლოკომოტივი - დინამო თბილისი 1:0

გოლი: 1:0 ქავთარაძე (57)

დილა - დინამო ბათუმი 0:1

გოლი: 0:1 კვასოვი (87)

კოლხეთი - საბურთალო 3:0

გოლები: 1:0, 2:0 ჯანელიძე (60, 72), 3:0 დაფე (81)

სამტრედია - ჩიხურა 0:1

გოლი: 0:1 კორიფაძე (67)

შუქურა-ტორპედო 1:1 (გუშინ გაიმართა)

გოლები: 1:0 შალამბერიძე (6), 1:1 ტუღუში (14)Y

შემდეგი ტური

18 მარტი

14:00: დინამო თბილისი-დილა, 19:00: საბურთალო-ლოკომოტივი

19 მარტი

16:00: დინამო ბათუმი-სამტრედია, ჩიხურა-შუქურა, ტორპედო-კოლხეთი

ადგ.კლუბითამაშიმოგებაფრეწაგებაგატანილიმიღებული±ქულაშემდეგი თამაში

1. ლოკომოტივი 2 2 0 0 3 1 +2 6 საბ
2. ჩიხურა 2 1 1 0 1 0 +1 4 შუქ
3. კოლხეთი 1913 2 1 0 1 3 1 +2 3 ტორ
4. დინამო ბთ 2 1 0 1 2 2 0 3 სამ
5. დინამო თბ 2 1 0 1 1 1 0 3 დილ
6. საბურთალო 2 1 0 1 1 3 -2 3 ლოკ
7. შუქურა 2 0 2 0 2 2 0 2 ჩიხ
8. ტორპედო 2 0 1 1 1 2 -1 1 კოლ
9. სამტრედია 2 0 1 1 1 2 -1 1 დბთ
10. დილა 2 0 1 1 0 1 -1 1 დთბ

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.393897