ავტოსპორტი

16:36 | 11.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

რაიკონენი დარწმუნებულია, რომ სისწრაფის მომატება შეუძლია

ბარსელონაში დასრულებული წინასასეზონო ტესტების შემდეგ, კიმი რაიკონენმა განაცხადა, რომ „ფერარის“ სიჩქარის კიდევ უფრო მომატება შეუძლია. ტესტების რვა დღის განმავლობაში, მან ერთადერთმა შეძლო მონტმელოს წრის წუთსა და 19 წამზე ნაკლებში გავლა. ტესტების ბოლოს დღეს მან 1 წუთი და 18.634 წამი დააფიქსირა და უახლოეს მეტოქეს ნახევარ წამზე მეტით აჯობა.

მაგრამ მსოფლიოს 2007 წლის ჩემპიონმა ამის შემდეგაც თქვა, რომ თუ მოისურვებდა, ამაზე უკეთეს დროსაც დააფიქსირებდა. თუმცა, ტესტებზე ამის საჭიროება არ ყოფილა. მისივე თქმით, ბევრი რამ დახვეწას საჭიროებს. სწორედ ამისთვისაა ტესტები. „ჩვენ საკმაოდ კმაყოფილები ვართ იმით, როგორც მანქანამ დილით იმუშავა. ეს ამ ორ კვირაში ჩვენთვის საუკეთესო დღე იყო. მაგრამ სეზონის დაწყებას დაველოდოთ და მერე ყველაფერი რეალურად გამოჩნდება. სად ვიქნებით პირველ რბოლაში, ეს არ ვიცი. როგორც ყოველთვის, ტესტების შემდეგ ასეა ხოლმე“, - ამბობს „ფერარის“ პილოტი.

რაიკონენი ეჭვობს, რომ ახალი რეგლამენტი, უკეთესი აეროდინამიკა და განიერი საბურავები მისთვის რამეს შეცვლის და მას, როგორც მრბოლს, რამეს შესძენს: „არ მგონია, გასული სეზონისგან დიდი განსხვავება მივიღოთ. საბურავები ძალიან განსხვავდება და მთავარი ცვლილება ესაა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემთვის გაცილებით უკეთესი იქნება, ვიდრე სხვისთვის“.

0.109991