სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ავტოსპორტი

23:18 | 10.03.2017 | ნანახია 519 - ჯერ

ალონსო: ცუდი სეზონი ფ1-დან წასვლას ვერ მაიძულებს

„მაკლარენი“ ისევ ცუდ დღეშია. „ჰონდას“ აგრეგატის პრობლემების გამო, გუნდს ბარსელონას ტესტებზე ყველაზე მცირე მანძილი აქვს გავლილი. ამასთან, მისი პილოტები ვერც კარგი დროების ჩვენებას ახერხებენ. როგორც ჩანს, „ჰონდამ“ ისევ ვერ მოახერხა გამძლე ძრავის მომზადება, რის გამოც, აგრეგატს სრული დატვირთვით ვერ ამუშავებს.

ბრიტანულ გუნდსა და იაპონურ კომპანიას შორის ურთიერთობა დაიძაბა. „მაკლარენის“ პილოტი ფერნანდო ალონსოც ცუდ სიტუაციაშია. მან ფაქტობრივად უარყო „მერსედსის“ შეთავაზება გადასვლაზე და უოკინგში დარჩენა ამჯობინა. თან ნათქვამი აქვს, რომ მესამე ტიტულის მოპოვებას „მაკლარენთან“ ერთად აპირებს. მაგრამ როგორც ჩანს, ამის ასრულება ახალ სეზნში არ უწერია.

გაისმა ვარაუდი იმაზე, რომ გაწბილებულმა ალონსომ შესაძლოა ფ1-ის კარიერა დაასრულოს. მაგრამ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი აცხადებს, რომ თუნდაც „მაკლარენ-ჰონდასთან“ ერთად, ცუდი სეზონი ჰქონდეს, ეს მას სპორტიდან წასვლისკენ ვერ უბიძგებს. უფრო პირიქით, წარუმატებელი სეზონი მას მოტივაციას გაუძლიერებს, რადგან არ სურს კარიერის ასე დასრულება:

„მე ყოველთვის საათის ისრის საპირისპიროდ ვმოძრაობ. როცა ხალხი პესიმიზმს ავლენს, მე ოპტიმისტი ვარ. თუ ხალხი ზედმეტად აღტაცებულია, მაშინ ვფრთხილობ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს სეზონი კონკურენტული იქნება. არ ვიცი, ეს სეზონის რომელ ნაწილში გამოჩნდება, მაგრამ ჩვენ კონკურენტუნარიანები გავხდებით. მინდა რბოლების მოგება, კვარცხლბეკზე ასვლა. მაგრამ თუ ყველაფერი უკუღმა წავა, მაშინ შემდგომ სეზონში შევუტევ. ეს მე მოტივაციას გამიძლიერებს. რბოლებს კარგი განწყობის და კარგი შედეგების გარეშე არ დავტოვებ. ვფიქრობ, ეს დავიმსახურე“.

ალონსო დასძენს, რომ მისი აზრით, კვლავ თავის საუკეთესო ფორმაშია. და ტესტების დროს ვერაფერს ხედავს ისეთ, რაც აფიქრებინებს, რომ სხვები მას სჯობნიან: „თუ ერთხელაც შევამჩნევ, რომ სხვები ჩემზე უკეთ ირჯებიან, მოსახვევში ჩემზე უკეთ მოძრაობენ, მოსახვევის წინ, ჩემზე გვიან ამუხრუჭებენ და მოსახვევიდან გამოსვლისას, უკეთ აჩქარდებიან, ან უკეთესი სტარტი აქვთ, იმ დღეს ვიტყვი, რომ ჩემი წასვლის დრო დადგა. ახლა რასაც ვხედავ, სრულიად საწინააღმდეგოა. შემიძია ვთქვა, რომ საუკეთესო ფორმაში ვარ. ამიტომ ახლა შეტევის დროა“, - დასძენს ალონსო, ვისაც „მაკლარენთან“ მიმდინარე კონტრაქტი, ამ სეზონის ბოლოს უმთავრდება. ამიტომ თავისი კარიერის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ზაფხულში მოუწევს.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 531
0.129161