ფეხბურთი

22:58 | 10.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს თასი: თითქმის ყველგან დაძაბულობით

გაიმართა საქართველოს თასის მესამე შესარჩევი ეტაპის ათი მატჩი, ხოლო კიდევ ორი შეხვედრა 11 მარტს შედგება. ათიდან სამ მატჩში დამატებითი დრო გახდა საჭირო. ხუთ წყვილში მასპინძლებმა იმარჯვეს, ხუთშიც - სტუმრებმა.

"ნორჩი დინამო" სამჯერ აგებდა "გარდაბანთან", მაგრამ საბოლოდ 4:3 იმარჯვა. ამ მატჩში სამმა ფეხბურთელმა მიითვალა დუბლი, მათ შორის, გამოცდილმა გოგი ფიფიამაც. გემახსოვრებათ, ფიფია წინა წლებში საქართველოს ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესო შემტევი გახლდათ, საუკეთესო სეზონები კი "ზესტაფონში" გაატარა. ფიფია ამჟამად 32 წლისაა.

"ლოკომოტივი2" მარნეულის "ალგეთთან" გავარდა. მარნეულებები ორი ბურთით იგებდნენ, შემდეგ თბილისელებმა გაათანაბრეს და დამატებით დროში გადაიყვანს საქმე, იქ კი 10 კაცით მოუწიათ თამაში, რადგან ფეხბურთელი დაუშავდათ და შეცვლების ლიმიტი ამოწურული ჰქონდათ. გადამწყვეტი გოლი "ლოკომოტივში" ნათამაშევმა გივი ბაქრაძემ გაიტანა...

"ალგეთი" მეთექვსმეტედფინალში თბილისის "დინამოს" შეხვდება.

"ვარკეთილი" შინ "გორს" უგებდა გამოცდილი ლაშა ქებაძის გოლით, მაგრამ აკაკი სირბილაძემ დუბლი მიითვალა და სტუმრებმა 2:1 იმარჯვეს.

თითქმის ყველა მატჩი დაძაბული გამოდგა და გამონაკლისი იყო "საგარეჯო"-"საბურთალო2". კახეთის გუნდმა 4:0 მოიგო.

ლიახვი (აჩაბეთი) - სქური (წალენჯიხა) 0:1

გოლი: 0:1 გათენდაშვილი (22)

ლოკომოტივი2 (თბილისი) - ალგეთი (მარნეული) 2:3

გოლები: 0:1, 0:2 ბაგაშვილი (19, 42 პენ), 1:2, 2:2 ბუღრიძე (56, 83), 2:3 ბაქრაძე (101)

კოლხეთი (ხობი) - იმერეთი (ხონი) 0:1

გოლი: 0:1 ბანძელაძე (83 პენ)

საპოვნელა (თერჯოლა) - მარკ სტარსი (თბილისი) 1:0

გოლი: 1:0 წულაია (41)

გარდაბანი - ნორჩი დინამო (თბილისი) 3:4

გოლები: 1:0 ბასილაშვილი (4), 1:1 პავლიაშვილი (21), 2:1 ბასილაშვილი (24), 2:2 ფიფია (32), 3:2 ჯიოშვილი (55), 3:3 პავლიაშვილი (66), 3:4 ფიფია (68)

ლესიჭინე - დინამო (სოხუმი) 1:0

გოლი: 1:0 შეწირული (101)

გარეჯი (საგარეჯო) - საბურთალო2 (თბილისი) 4:0

გოლები: 1:0 გოგატიშვილი (18), 2:0 ჟღენტი (41), 3:0 დავით ლომაია (61), 4:0 გოგატიშვილი (80)

ჭიათურა - თელავი 2:0

გოლები: 1:0 მზევაშვილი (18), 2:0 ზაქრაძე (90)

ვარკეთილი (თბილისი) - გორი 1:2

გოლები: 1:0 ქებაძე (22), 1:1, 1:2 აკაკი სირბილაძე (64, 99)

სამეგრელო (ჩხოროწყუ) - მარგვეთი2006 (ზესტაფონი) 2:0

გოლები: 1:0 ბარამიძე (8), 2:0 ტორაძე (11 პენ)

11 მარტს გაიმართება: შევარდენი1906 (თბილისი) - ბეთლემი (ქედა), სამგურალი2 (წყალტუბო) - კოლხი (გულრიფში)

შესაბამისად, მეთექვსმეტედფინალის 14 წყვილი ცნობილია და ორიც ხვალ გაირკვევა:

კოლხეთი1913 - დინამო ბათუმი

ზუგდიდი - ცხინვალი

შევარდენი 1906/ბეთლემი - საბურთალო

სამეგრელო - გურია

საპოვნელა - ტორპედო

ლესიჭინე - ჩიხურა

ალგეთი - დინამო თბილისი

ვიტ ჯორჯია - სამტრედია

სამგურალი-2 / კოლხი - დილა

გარეჯი - იმერეთი

გაგრა - მეშახტე

რუსთავი - მერანი

სქური - სიონი

გორი - შუქურა

ნორჩი დინამო - ლოკომოტივი

ჭიათურა - სამგურალი

მეთექვსმეტედფინალები 15 მართს გაიმართება.

0.117094