ფეხბურთი

20:40 | 10.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმირ ვაისმა 24 ფეხბურთელი გამოიძახა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა წლის პირველი ოფიციალური მატჩისთვის 24-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, "ჯვაროსნები" მზადებას 20 მარტიდან დაიწყებენ.

24 მარტს ნაკრები "დინამო არენაზე" სერბეთთან მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს გამართავს და ამ დაპირისპირებაში დისკვალიფიკაციის გამო მონაწილეობას თორნიკე ოქრიაშვილი და მურთაზ დაუშვილი ვერ მიიღებენ.

ბალკანელებთან მატჩის შემდეგ კი ეროვნული გუნდი ამხანაგურ შეხვედრას ლატვიასთან 28 მარტს გამართავს.

ვლადიმირ ვაისის რჩეულთა სია შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარეები: გიორგი ლორია - კრილია სოვეტოვი (რუსეთი), გიორგი მაკარიძე - მორეირენსე (პორტუგალია), როინ კვასხვაძე - ტორპედო (ქუთაისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე - ესბიერგი (დანია), სოლომონ კვერკველია - ლოკომოტივი, მოსკოვი (რუსეთი),
გურამ კაშია - ვიტესი (ჰოლანდია), დავით ხოჭოლავა - ჩერნომორეცი (უკრაინა), გიორგი ნავალოვსკი - ნეფთჩი (აზერბაიჯანი), ჯემალ ტაბიძე - ურალი (რუსეთი), გიორგი რეხვიაშვილი - ლოკომოტივი (თბილისი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა - რეიმსი (საფრანგეთი), ვაკო გვილია - ბატე (ბელარუსი), ნიკა კვეკვესკირი - გაბალა (აზერბაიჯანი), მურთაზ დაუშვილი - დიოშგიორი (უნგრეთი), ჯანო ანანიძე - სპარტაკი, მოსკოვი (რუსეთი), ოთარ კიტეიშვილი - დინამო (თბილისი), ვალერი ყაზაიშვილი - ლეგია (პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური - ვარდარი (მაკედონია), სანდრო კობახიძე - გიოზთეფე (თურქეთი), გიორგი არაბიძე - შახტარი (უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი - კრასნოდარი (რუსეთი)

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე - ემპოლი (იტალია), ნიკა კაჭარავა - ეთნიკოსი (კვიპროსი), გიორგი ქვილითაია - რაპიდი (ავსტრია)

საქართველო-სერბეთის მატჩი, 24 მარტს, 21 საათზე "დინამო არენაზე" გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11377