ძიუდო

18:53 | 10.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

გიუნაშვილის ბრინჯაო და 500 სარეიტინგო ქულა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ბაქოს სამდღიანი გრანდ სლემის პირველი დღე ერთი ბრინჯაოს მედლით ჩაამთავრა. დღეს საქმეში ათკაციანი ქართული განაცხადის ორი წევრი ჩაება - 66 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ლაშა გიუნაშვილმა და თორნიკე ნაგლიაშვილმა იჭიდავეს და გიუნაშვილი კვარცხლბეკზეც ავიდა.

66 კილოგრამის სატურნირო ბადეში სულ 16 ძიუდოისტი გადანაწილდა. შესაბამისად, შეჯიბრება პირდაპირ მერვედფინალებით დაიწყო. საქართველოს 2014 წლის ჩემპიონმა ლაშა გიუნაშვილმა გრანდ სლემი ყაზახ გაბიტ იასიმბეტოვთან წუთსა და 6 წამში შესრულებული ეფექტური სუფთა გდებით გახსნა. მომდევნო შეხვედრაში ტურნირზე პირველ ნომრად განთესილ აზერბაიჯანელ მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორ (2005) ნიჯათ შიხალიზადას დაეჭიდა და მესამე წუთის ბოლოს შებოჭვაზე მოჰყვა.

რეპეშაჟის ნახევარფინალში გიუნაშვილმა მონღოლ ხერლან განბოლდს ვაზარით სძლია. გადამწყვეტ შეხვედრაში კი მოლდოველ დენის ვიერუს ვაზარითვე აჯობა და ბრინჯაოს მედალთან ერთად 500 სარეიტინგო ქულაც გაინაღდა.

თორნიკე ნაგლიაშვილი პირველ წრეში მომავალ ჩემპიონს - ებრაელ ტალ ფლიკერს დაუპირისპირდა, რომელიც აზერბაიჯანულ ტურნირზე მეორე ნომრად იყო განთესილი. უილეთო შეხვედრის მე-4 წუთზე, 20 წლის ქართველი ძიუდოისტი გაფრთხილებების ლიმიტის ამოწურვის გამო დამარცხდა.

ხვალ ვაჟებში მედლების მორიგი ორი კომპლექტი გათამაშდება. 73 კილოგრამში საქართველოს სახელით კონკურენციაში ლაშა შავდათუაშვილი და ომარ ნიაზაშვილი ჩაებმებიან, 81-ში კი გიორგი პაპუნაშვილი და თამაზ კირაკოზაშვილი იჭიდავებენ.

ძიუდო

გრანდ სლემი

ბაქო (აზერბაიჯანი)

10 მარტი

ვაჟები

60 კგ

1 ტორუ შიშიმე (იაპონია)

2 მუხრიდინ ტილოვოვი (უზბეკეთი)

3 იანისლავ გერჩევი (ბულგარეთი)

3 ორხან საფაროვი (აზერბაიჯანი)

66 კგ

1 ტალ ფლიკერი (ისრაელი)

2 ტომოფუმი ტაკაიო (იაპონია)

3 ლაშა გიუნაშვილი (საქართველო)

3 ბარუჩ შმაილოვი (ისრაელი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11823