ფეხბურთი

14:53 | 10.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპული” დანილოში 25 მილიონს იხდის

“ლივერპული” მადრიდის “რეალის” 25 წლის მცველით, ბრაზილიელი დანილოთი დაინტერესდა. აღნიშნულ ინფორმაციას A Bola ავრცელებს. წყაროს ცნობით, “ლივერპული” მზადაა, ზაფხულში 25 მილიონი ევრო გადაიხადოს. გავრცელებული ინფორმაციით, ბრაზილიელის გადაბირებას “იუვენტუსიც” შეეცდება.

დანილო 2015 წელს “რეალში” “პორტუდან” გადავიდა. “სამეფო კლუბის” მაისურით მან 33 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111347