ფეხბურთი

14:00 | 10.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

არსენ ვენგერი: "კილიან მბაპე ტიერი ანრის მაგონებს"

ლონდონის "არსენალის" მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი "მონაკოს" 18 წლის თავდამსხმელის, კილიან მბაპეს მიმართ ინტერესს იჩენს. როგორც მხცოვანმა ფრანგმა განაცხადა, ნიჭიერი მოთამაშე მას ტიერი ანრის ახალგაზრდობას ახსენებს.

"ახალგაზრდა ტიერი ანრის მაგონებს - გარეგნობით, მოძრაობებით, თამაშის მანერით, შეტევის დაგვირგივნებით. მბაპეს განსაკუთრებული ნიჭი და დიდი მომავალი აქვს. ვიცი, რომ იგი სხვა გრანდების ყურადღების ცენტრშია, მაგრამ იმედია, ამ საკითხში დაწინაურებული კერ არცერთი გუნდია", - აღნიშნა ვენგერმა.

კილიან მბაპე "მონაკოს" ძირითად შემადგენლობაში მყარად მიმდინარე სეზონში დამკვიდრდა. ყველა ტურნირის ჩათვლით მის ანგარიშზე ამჟამად 25 თამაში და 15 გოლია. კილიან მბაპეთი დაინტერესებს ევროპული ბობოლა კლუბები უკვე გამოთქვამენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114646