ფეხბურთი

23:25 | 9.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

გამეიროს საზარდული აწუხებს

“ატლეტიკოს” თავდამსხმელს კევინ გამეიროს საზარდულის ტრავმა აწუხებს და ამის გამო, შესაძლოა, ლა ლიგაში გასამართი მოახლოებული შეხვედრა გამოტოვოს.

29 წლის თავდამსხმელმა ხუთშაბათს ინდივიდუალურად ივარჯიშა და მისი საკითხი თამაშის დაწყების წინ გაირკვევა. ფრანგი ფორვარდის გარდა, ცალკე ემზადებოდა ფერნანდო ტორესიც, რომელიც თავის დაზიანების გამო, სრულფასოვნად კიდევ ვერ ვარჯიშობს.

შეგახსენებთ, რომ გამეირომ მიმდინარე სეზონში “როხიბლანკოს” მაისური 38-ჯერ მოირგო, 14 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა. ლა ლიგის უახლოესი ტურის მატჩში “ატლეტიკო” გასვლაზე “გრანადას” დაუპირისპირდება. შეხვედრა შაბათს თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

თეგებილა ლიგა
0.113799