ფეხბურთი

20:30 | 9.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

მუსლინი: "ქართველებმა შეტევა უკეთ იციან, ვიდრე დაცვა"
მუსლინს რუსეთში ცუდ ამბებს უხსენებენ

სერბეთის ნაკრების მწვრთნელმა სლავოლიუბ მუსლინმა პრესკონფერენცია გამართა, სათბილისო შემადგენლობა გამოაცხადა და საქართველოს ნაკრებზე ისაუბრა. მუსლინი ქართველებს იცნობს, თავის დროზე მოსკოვის "ლოკომოტივში" მალხაზ ასათიანთან, ხოლო "კრასნოდარში" ალექსანდრე ამისულაშვილთან, ოთარ მარცვალაძესთან და ნუკრი რევიშვილთან მუშაობდა.

"საქართველოს ნაკრები? ადრეც ვთქვი, რომ უცნაური გუნდია და ბევრი თავისებურება აქვს. აღვნიშნე, რომ თამაშის ხარისხის მიხედვით, ჯგუფში უკეთეს მდგომარეობას იმსახურებს. ხასიათის ნაკრებია. სოლიდური ინდივიდუალური თვისებების მქონე ფეხბურთელები ჰყავთ, მაგრამ მათი უმთავრესი პრობლემა გუნდურად შეწყობაა. და კიდევ, შეტევა უკეთ იციან, ვიდრე დაცვა".

მუსლინი ოპტიმისტურად არის განწყობილი, თუმცა სიფრთხილეს იჩენს:

"მოთმინებაა საჭირო, კონცენტრაცია არ უნდა დავკარგოთ. თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ ყველაფერი ჩვენს თამაშზეა დამოკიდებული! მართალია, არაერთ ჩვენს ფეხბურთელს კლუბებში სათამაშო პრაქტიკა აკლია, მაგრამ მათი მჯერა და არაფრის არ მეშინია".

საქართველო-სერბეთის შესარჩევი მატჩი 24 მარტს თბილისის "დინამო არენაზე" 21:00 საათზე დაიწყება.

ერთიც: "კრასნოდარის" ყოფილმა ნახევარმცველმა ოლეგ სამსონოვმა რუსულ ტელევიზიაში (მატჩ ტვ) მუსლინზე ილაპარაკა - სასტარტოში მოხვედრისთვის ფეხბურთელებისგან ფულს იღებდაო. დღეს "კრასნოდარის" კიდევ ერთ ფეხბურთელს, მარკოს პიზელის ჰკითხეს ამ თემაზე და მანაც უპასუხა, მუსლინზე ხშირად გამიგია, რომ ფეხბურთელებს ფულს სძალავდაო.

"დამტკიცებით ვერაფერს დავამტკიცებ, მაგრამ რომ გითხრათ, ამ ხმების არ მჯერა-მეთქი, მოგატყუებთ. სამწუხაროდ, მჯერა. ხალხი იტყვის, თუ არაფრის დამტკიცება არ შეგიძლია, ჩუმად იყავიო. მუსლინის დროს "კრასნოდარში" ცოტა ხანს ვიყავი და იშვიათად ვთამაშობდი. პირადად მე მსგავსი შემთხვევა არ მქონია, ფული არ მიმიცია. თუმცა მესმოდა ასეთი საუბრები, მუსლინი ძირითადში თამაშის სანაცვლოდ თანხას იღებსო".

ისე, აი, "მსოფლიო სპორტის" ძველი ინტერვიუ ნუკრი რევიშვილთან, სადაც ის მუსლინზე არცთუ თბილად საუბრობს:

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113594