ფეხბურთი

20:56 | 9.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

არსენ ვენგერი "არსენალს" სეზონის ბოლომდე გაწვრთნის

არსენ ვენგერი “არსენალში” სეზონის ბოლომდე დარჩება. მიუხედავად გულშემატკივართა უკმაყოფილებისა, კლუბის ხელმძღვანელებმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს. ამის შესახებ კომენტარი გააკეთა ლონდონური კლუბის პრეზიდენტმა ჩიპს კესვიკმა.

“ჩვენ პატივს ვცემთ გულშემატკივრებს, რომლებსაც უფლება აქვთ გამოხატონ თავიანთი აზრი, მაგრამ ჩვენ კლუბთან გრძელვადიანი ინტერესები გვაკავშირებს, ამიტომ არსენ ვენგერი ჩვენთან დარჩება, რომელსაც კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება," - განაცხადა კესვიკმა.

არსენ ვენგერი “მეთოფეებს” 1996 წლიდან წვრთნის და კლუბთან ერთად 3-ჯერ მოიგო ინგლისის პრემიერ ლიგა, 5-ჯერ ინგლისის ასოციაციის თასი, 5-ჯერ სუპერთასი და 1-ჯერ გაიყვანა გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში 2006 წელს, სადაც “ბარსელონასთან “ 1:2 დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109881