ფეხბურთი

19:38 | 9.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

სერბეთის ნაკრების სათბილისო სია

სერბეთის ნაკრების მწვრთნელმა სლავოლიუბ მუსლინმა საქართველოსთან 24 მარტის შესარჩევი მატჩისთვის შემადგენლობა გამოაცხადა. როგორც იცით, მატჩი თბილისის "დინამო არენაზე" 21:00 საათზე დაიწყება.

მუსლინის სიაში, რა თქმა უნდა, არ არიან დისკვალიფიცირებულები: მცველი ნასტასიჩი ("შალკე") და ნახევარმცველი კატაი ("ალავესი"). გუნდში ორი დებიუტანტია და ორივე თავდამსხმელი: "პარტიზანის" უროს ჯურჯევიჩი და "აინტრახტის" მიატ გაჩინოვიჩი.

აი, სრული სიაც:

მეკარეები: ვლადიმირ სტოიკოვიჩი (ნოტინგემი), პრედრაგ რაიკოვიჩი (მაკაბი თელ-ავივი), ალექსანდრ იოვანოვიჩი (ორჰუსი);

მცველები: ბრანისლავ ივანოვიჩი (ზენიტი), იაგოშ ვუკოვიჩი (ქონიასფორი), სტეპან მიტროვიჩი (გენტი), ნიკოლა მაქსიმოვიჩი (ზენიტი), ალექსანდრ კოლაროვი (მანჩესტერ სიტი), ანტონიო რუკავინა (ვილიარეალი), უროს სპაიჩი (ანდერლეხტი);

ნახევარმცველები: მილან ობრადოვიჩი (ანდერლეხტი), დუშან ტადიჩი (საუთჰემპტონი), ნემანია მატიჩი (ჩელსი), ლუკა მილოვოევიჩი (კრისტალ პალასი), ლიუბომირ ფეისა (ბენფიკა), ნემანია რადოია (სელტა), ზორან ტოშიჩი (ცსკა), ფილიპ კოსტიჩი (ჰამბურგი)

თავდამსხმელები: ლაზარ მარკოვიჩი (ჰალი), ალექსანდრ მიტროვიჩი (ნიუკასლი), ანდრია პავლოვიჩი (კოპენჰაგენი), უროს ჯურჯევიჩი (პარტიზანი), მიატ გაჩინოვიჩი (აინტრახტი);

0.122963