ფეხბურთი

19:09 | 9.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

თემურ შალამბერიძე - ისევ "საბურთალოში", ამჯერად სხვა ფუნქციით

"საბურთალოს" აკადემიის დირექტორად თემურ შალამბერიძე დაინიშნა. შეგახსენებთ, შალამბერიძე ადრეც მუშაობდა "საბურთალოში", ოღონდ მთავარ მწვრთნელად. ეს სამი წლის წინ, როცა გუნდი პირველ ლიგაში გამოდიოდა. შემდეგ, შალამბერიძე გიორგი ჭიაბრიშვილმა შეცვალა.

თემურ შალამბერიძე "საბურთალოში" 19-წლამდელთა გუნდსაც უთავკაცებს. გუნდში აკადემიის დირექტორად და 19-წლამდელთა მწვრთნელადაც გიორგი დეკანოსიძე მუშაობდა, თუმცა დეკანოსიძე გორის "დილაში" წავიდა: გორელთა სამწვრთნელო შტაბშია. შალამბერიძემ დეკანოსიძის ადგილი დაიკავა.

რამდენიმე წლის წინ, შალამბერიძის გაწვრთნილმა "დილამ" საქართველოს თასი აიღო და ევროპის ლიგაზე ორი საკვალიფიკაციო ეტაპიც გაიარა. შალამბერიძე ბოლოს ქობულეთის "შუქურაში" მუშაობდა, საიდანაც გასული წლის ოქტომბერს წავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119099