ფეხბურთი

18:05 | 9.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჩაბი ალონსო: "ეს სეზონი ჩემთვის ბოლოა"

“ბაიერნის” ნახევარმცველი ჩაბი ალონსო კარიერას სეზონის ბოლოს დაასრულებს. ამის შესახებ ესპანელმა “მონაკოსთან” მატჩის შემდგომ თავის ტვიტერის გვერდზე დაპოსტა.

35 წლის მოთამაშემ განვლილი დრო გაიხსენა და აღნიშნა, რომ ყველაზე დაუვიწყარი მისთვის 2005 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალია, რომელიც “ლივერპულთან”ერთად მოიპოვა დრამატულ ბრძოლაში.

"მე მიყვარს ეს სპორტი და უკვე დროა დავემშვიდობო მას. ყველაზე სასიამოვნოდ 2005 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი მახსენდება, რომელიც დაუვიწყარ და დიდ ემოციებს უკავშირდება," - თქვა ალონსომ.

ჩაბი ალონსომ კარიერა სან სებასტიანის "რეალ სოსიედადში" დაიწყო და სახელიც იქ გაითქვა. შემდგომ კი "ლივერპულისა" და მადრიდის "რეალის" ღირსებას იცავდა, ხოლო "ბაიერნში" 2014 წლიდან თამაშობს.

ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში ვეტერან ფეხბურთელს 2003-2014 წლებში 114 მატჩში 16 გოლი გაუტანია. ორჯერ გახდა ევროპის ჩემპიონი და ერთხელ მსოფლიოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112311