"ბარსელონას" ბრაზილიელმა შემტევმა ნეიმარმა პსჟ-სთან (6:1) მოგებულ შეხვედრაში ორი საგოლე გადაცემა გააკეთა. მეორე პასი ბრაზილიელმა სერხი რობერტოს გაუკეთა, რომელმაც 95-ე წუთზე გადამწყვეტი, მეექვსე გოლი გაიტანა. ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ნეიმარს 8 საგოლე გადაცემა დაუგროვდა, რაც ერთ სეზონში ლიგის საუკეთესო შედეგია.
მიმდინარე სეზონში აღნიშნულ კომპონენტში მეორე ადგილს კრიშტიანუ რონალდუ 5 პასით იკავებს.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარმა პსჟ-ს ორი გოლი გაუტანა. ერთი 88-ე წუთზე საჯარიმო დარტყმით, ხოლო 91-ე წუთზე 11-მეტრიანი გამოიყენა.