ფეხბურთი

3:08 | 9.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: “სიტიმ” ძვირფასი ქულები დაკარგა

პრემიერლიგის 28-ე ტურის გამოტანილ შეხვედრაში “მანჩესტერ სიტიმ” საკუთარ მოედანზე “სტოკ სიტი” მიიღო და ძვირფასი ორი ქულა დაკარგა.

“ქალაქელებმა” პირველი ნახევარი ინერტულად ჩაატარეს, თუმცა მეორე ტაიმში გააქტიურდნენ და გოლის გატანის რამდენიმე ძალიან რეალური შანსიც ჰქონდათ. სერხიო აგუეროს, დავიდ სილვას, ნიკოლას ოტამენდის, ლეროი სანეს და კელეჩი იჰეანაჩოს მშვენიერი ეპიზოდები ჰქონდათ, თუმცა გოლის გატანა ვერც ერთმა მოახერხა და ხოსეპ გვარდიოლას გუნდმა მნიშვნელოვანი 2 ქულა დაკარგა.

“სიტის” 56 ქულა აქვს და “ტოტენჰემთან” ერთად მეორე-მესამე ადგილებს იყოფს, ხოლო “ჩელსის” 10 ქულით ჩამორჩება. “სტოკი” კი, 36 ქულით მე-9 ადგილზეა.

მანჩესტერ სიტი – სტოკი 0:0

მანჩესტერი, “ეტიჰად სთედიუმი”

მანჩესტერ სიტი (4-1-4-1): კაბალიერო, კოლაროვი, ოტამენდი, სანია, კლიში, ფერნანდინიო, ტურე (იჰეანაჩო 76), დე ბრუინი, ნავასი (სილვა 57), სანე, აგუერო.
მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

სტოკი (4-4-2): გრანტი, ინდი, შოუკროსი, ბერდსლი, პიტერსი, ალენი (იმბულა 85), კამერონი, დიუფი (აფელაი 69), სობი, უოლტერსი, ბერაჰინო (ველანი 79).
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი

გაფრთხილებები: სანე – ბერდსლი, უოლტერსი, სობი
მსაჯი: ნილ სვერბრიკი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.152193