ფეხბურთი

0:40 | 9.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: “დეპორტივომ” ქულა 93-ე წუთზე გადაარჩინა

ლა ლიგის 21-ე ტურის გამოტოვებულ მატჩში “რიასორზე” ერთმანეთს ადგილობრივი “დეპორტივო” და “ბეტისი” დაუპირისპირდნენ. შეხვედრა დაძაბული გამოდგა და მასპინძლებმა ქულის გადარჩინა 93-ე წუთზე მოახერხეს.

ანგარიში სტუმრებმა 70-ე წუთზე გახსნეს: ანდალუსიელთა კუთხურს მასპინძელთა საჯარიმოში არეულობა მოჰყვა, რითაც პიცინიმ ისარგებლა და მეტოქის კარის მიმართულებით დაარტყა, ბურთი სელსო ბორგესს მოხვდა და ლუქსისგან შორეულ, დაუცველ კუთხეში ჩაეშვა.

“ბეტისი” 3 ქულის მოპოვებასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა 91-ე წუთზე პიცინიმ საკუთარ საჯარიმოში ბორგესი წააქცია და პენალტი დაინიშნა, რომელიც თავად დაზარალებულმა შეასრულა ზუსტად და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1.

აღსანიშნავია, რომ პეპე მელი და ვიქტორ სანჩესი ახლო წარსულში მოწინააღმდეგე გუნდებს წვრთნიდნენ.

“დეპორტივო” 24 ქულით მე-17 ადგილზეა და გასავარდნ ზონას 5 ქულით უსწრებს, ხოლო “ბეტისი” 28 ქულით მე-14 პოზიციას იკავებს.

დეპორტივო – ბეტისი 1:1 (0:0)

ლა კორუნია, “რიასორი”

დეპორტივო (4-2-3-1): ლუქსი, სიდნეი (ალბენტოსა 67), არიბასი, ხუანფრანი, ლუისინიო, მოსკერა, ბორგესი, ფაჟრი (ხოსელუ 74), ჩოლაკი, ხილი (ჯონი 80), ანდონე.
მწვრთნელი: პეპე მელი

ბეტისი (5-4-1): ადანი, მანდი, პაცელა, ტოსკა, პიცინი, დურმისი, დონკი (პეტროსი 62), პარდო (ა.მარტინესი 82), ბრასანაჩი (რ.ნავარო 86), სებალიოსი, სანაბრია.
მწვრთნელი: ვიქტორ სანჩესი

გოლები: 0:1 პიცინი (70), 1:1 ბორგესი (93)
გაფრთხილებები: ხილი, ანდონე, მოსკერა, ალბენტოსა – დონკი, პარდო, სებალიოსი, ადანი, პაცელა, მანდი, ა.მარტინესი
მსაჯი: ალვარეზ იზკუერდო

თეგებილა ლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11292