ავტოსპორტი

22:36 | 8.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

წინასასეზონო ტესტებზე „ფერარი“ გამოირჩევა

ბარსელონაში მიმდინარე ფორმულა 1-ის წინასასეზონო ტესტებზე, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გუნდი „ფერარია“, რომელზეც უკვე „მერსედესის“ პილოტებიც ლაპარაკობენ, რომ ახალი სეზონის ფავორიტი იქნება. იტალიური ძრავების მომხმარებელი ამერიკული გუნდი „ჰაასი“ კი დასძენს, რომ მარანელოელებს სოლიდური პროგრესი აქვთ.

ანალიტიკოსები ძრავის გარდა, სხვა ფაქტორებსაც ახსენებენ. მაგალითად, რადიატორის ჰაერის ამღებებს, რომლებიც ისეა განლაგებული, რომ წინ საკიდარის ბერკეტები მისკენ მიმავალი ჰაერის ჭავლს თითქმის არ ეღობებიან. გარდა ამისა, ჰაერის ნაკადის მოწესრიგებაში, დეფლექტორების რთული სისტემაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

არის სხვა გარემოებაც. „ფერარის“ პრეზიდენტი სერჯიო მარკიონე გუნდს ინჟინრებს მედიასთან ურთიერთობას უზღუდავს. მას არ სურს, რომ გუნდის სიახლეების შესახებ თუნდაც შემთხვევით, ვინმემ რამე იყნოსოს. მაგრამ პრესაში უკვე გაჟონა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ „ფერარი“ საწვავის ფრქვევანების სრულიად ახალ კონსტრუქციას იყენებს, რამაც ძრავის შესაძლებლობები მკვეთრად გააუმჯობესა.

ლაპარაკია ეგრეთ წოდებულ ორღუზიან ფრქვევანებზე. ასეთი ფრქვევანის უპირატესობა ისაა, რომ წვის კამერას საწვავს დიდი სიზუსტით აწვდის. ეს კი გამორიცხავს ზედმეტი საწვავის მიწოდებას და შესაბამისად, საწვავი ნარევის გაღარიბებას. საბოლოოდ, ძრავი მეტ სიმძლავრეს გამოიმუშავებს და საწვავსაც ნაკლებს წვავს.

მაგრამ ამბობენ, რომ ეს ახალი ტექნოლოგია „ფერარის“ ტრეკზე ჯერ არ გამოუცდია. ბარსელონას ტესტებზე „ფერარი“ და მისი კლიენტი „ჰაასი“ სტანდარტულ აგრეგატს იყენებენ. და თუ სიახლე გაამართლებს, მარანელოელები მას 2017 წლის სეზონის მეორე ნახევარში გამოიყენებენ. სხვათა შორის, ტესტების რამდენიმე დღის განმავლობაში, „ფერარიმ“ ჯერჯერობით მხოლოდ ერთი აგრეგატი გამოიყენა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115517