ფეხბურთი

19:14 | 8.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

პეპ გვარდიოლა: "ფეხბურთელები სოციალურ ქსელს მეტისმეტად დიდ დროს უთმობენ"

ინგლისური “მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა სოციალურ ქსელებს დიდ პრობლემად მიიჩნევს. ესპანელი სპეციალისტის განცხადებით, “სიტის” ფეხბურთელები სმარტფონებთან ერთად იძინებენ.

“ჩემი ფეხბურთელები ინსტაგრამზე ყოველ ხუთ წამში შედიან – შემიძლია ვთქვა, რომ ფეხბურთელები სოციალურ ქსელებს ძალიან დიდ დროს უთმობენ. ტელეფონებს 24 საათი იყენებენ და სმარტფონებთან ერთად იძინებენ. დღეს ამის გაკონტროლება ძალიან რთულია, რომ არ გამოიყენონ ყველა მოწყობილობა, თუმცა დღეში 20 წუთით თუ შევლენ სოციალურ ქსელში, ეს კატასტროფა აღარ იქნება”, - განაცხადა გვარდიოლამ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101672