თამაშგარე

15:30 | 8.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფერი ფერსაო – ელზა და რივალდო

ელიზა კალმინსკი ფერეირა ათ წელზე მეტია, რაც ლეგენდარული ბრაზილიელი მობურთალის – რივალდოს ცოლია, მაგრამ ამ ქალზე ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ საზოგადოებისათვის დიდად ცნობილი პერსონაა და ძალიან უნდა მოინდომოთ, რომ ბულვარულ მედიაში მასზე ინფორმაციას გადააწყდეთ.

დავიწყოთ იმით, რომ თავად რივალდოა ერთობ თავმდაბალი და სიწყნარეს მიჩვეული ადამიანი და როგორც ჩანს, ცოლიც მას გავს და სულაც არ ესწრაფვის “ყვითელი” მედიის ინტერესს. ამას გარდა, რივალდოს ვარკვლავობიდან უკვე დიდი დროა გასული და მივიწყების მსახვრალი ხელი როგორც ჩანს რივალდოს ცხოვრებასაც გადაეფარა.

რაც შეეხება ბრაზილიელი ფეხბურთელის ცოლს – ელზა კალმინსკი ფერეირა ბრაზილიაში გადასახლებული პოლონელი ემიგრატების შთამომავალია, რომელიც ხელობით ექთანი გახლავთ, მოწოდებით კი მეოჯახე. როგორც რივალდო ერთ-ერთ ძველ ინტერვიუში ამბობს, მოჭარბებული ტრავმიანობის დროს სწორედ ელზა იყო ის ადამიანი, რომელიც მას ცოლობის გარდა, სამედიცინო კუთხითაც ეხმარებოდა.

0.116171