სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ჭიდაობა

21:30 | 7.03.2017 | ნანახია 4426 - ჯერ

თავისუფლებმა ევროპის რვეული შეავსეს

თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა საქართველოს 2017 წლის ჩემპიონ-პრიზიორები რვავე წონით კატეგორიაში გამოავლინეს. დღეს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, საპრიზო სამეულები 61, 70, 86 და 125 კილოგრამებში შეივსო და ამ ოთხი წონიდან სამში, კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე გორის საჭიდაო სკოლის წარმომადგენლები ავიდნენ - ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (61 კგ), დავით ტლაშაძემ (70 კგ) და გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) კიდევ ერთხელ დაამტკიცეს შიდა კონკურენციაში თავიანთი უპირატესობა და ტიტულთან ერთად საქართველოს ნაკრების სახელით ევროპის ჩემპიონატის განაცხადში მოხვედრაც გაინაღდეს. 86-ში კი ყველას დავით მარსაგიშვილმა აჯობა.

ხინჩეგაშვილი 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში ევროპის მოქმედი ჩემპიონია და ამ ტიტულის შენარჩუნებას, მაისში გასამართ ევროპირველობაზე შეეცდება. საქართველოს ნაკრების ლიდერმა დღეს, ფინალში, ქუთაისელ ბექა ლომთაძესთან პირველსავე პერიოდში მოიპოვა გადამწყვეტი უპირატესობა - 3:0 დაწინაურდა. მეორე სამწუთეულში კი არც თავად აუღია ქულა და არც მეტოქეს მისცა ამის საშუალება.

ევროპის ვიცეჩემპიონმა დავით ტლაშაძემ საქართველოს ჩემპიონის შარშან მოპოვებული ტიტული შეინარჩუნა. გადამწყვეტ ბრძოლაში მან ჭაბუკებს შორის მსოფლიოს ჩემპიონ ომარ გურჯიძეს 6:1 მოუგო.

86 კილოგრამის შიდა კონკურენცია საქართველოს შარშანდელი ჩემპიონატის მსგავსად, დავით მარსაგიშვილისა და ირაკლი მწითურის დაპირისპირებით და იგივე შედეგით დასრულდა. ევროპის 2-გზის ჩემპიონმა, ოლიმპიურმა და მსოფლიოს პრიზიორმა მარსაგიშვილმა ნაკლებად გამოცდილ მეტოქეს 8:3 მოუგო, თუმცა საკმაოდ გაუჭირდა. მეორე პერიოდის შუაწელს მწითურმა სამქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა, მაგრამ შეხვედრის სათავისოდ შეტრიალება მაინც ვერ შეძლო და ვერცხლს დასჯერდა.

ამავე წონაში, საქართველოს ნაკრების წევრი, ევროპის და მსოფლიოს პრიზიორი სანდრო ამინაშვილი მესამე საპრიზო ადგილს დასჯერდა. ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლას პირველივე წრიდან გამოეთიშა, ირაკლი მწითურთან მარცხით. რეპეშაჟში კი ფინალამდე მივიდა და იქ ნოდარ ეგაძეს სძლია (6:2).

მძიმე წონის გადამწყვეტ ბრძოლაში ერთმანეთს ევროპის მოქმედი გენო პეტრიაშვილი და 23-წლამდელთა ევროპირველობის პრიზიორი გიორგი მეშვილდიშვილი დაუპირისპირდნენ. თანაბარ, მაგრამ უილეთო შეხვედრაში ოქროს მედლის ბედი ერთმა გაფრთხილებამ გადაწყვიტა, პეტრიაშვილის სასარგებლოდ.

ევროპის ჩემპიონატს 2-7 მაისს, სერბეთის ქალაქი ნოვი სადი უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი გიორგი იანტბელიძე ევროხალიჩაზე საქართველოს ჩემპიონებით დაკომპლექტებულ გუნდს გაიყვანს.

თავისუფალი ჭიდაობა

საქართველოს ჩემპიონატი

თბილისი

6-7 მარტი

57 კგ

1 ოთარ გოგავა (ხონი)

2 ბექა ბუჯიაშვილი (გორი)

3 ლაშა ლომთაძე (ქუთაისი)

3 ლაშა ტალახაძე (ხაშური)

61 კგ

1 ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (გორი)

2 ბექა ლომთაძე (ქუთაისი)

3 გიორგი რევაზიშვილი (მცხეთა)

3 მურთაზ კვესაძე (ქუთაისი)

65 კგ

1 ზურაბ იაკობიშვილი (ყვარელი)

2 კონსტანტინე ხაბალაშვილი (გორი)

3 კახა ელბაქიძე (გორი)

3 ლევან ქელეხსაშვილი (ხაშური)

70 კგ

1 დავით ტლაშაძე (გორი)

2 ომარ გურჯიძე (ქუთაისი)

3 გიორგი სანოძე (ხონი)

3 გიორგი ლობჟანიიიძე (თბილისი)

74 კგ

1 ავთანდილ კენჭაძე (ამბროლაური)

2 იაკობ მაქარაშვილი (თბილისი)

3 ნიკოლოზ კენჭაძე (ამბროლაური)

3 ტარზან მაისურაძე (სტეფანწმინდა)

86 კგ

1 დავით მარსაგიშვილი (სტეფანწმინდა)

2 ირაკლი მწითური (თბილისი)

3 დავით ხუციშვილი (საგარეჯო)

3 სანდრო ამინაშვილი (თბილისი)

97 კგ

1 ელიზბარ ოდიკაძე (თბილისი)

2 ზვიად მეტრეველი (ონი)

3 მამუკა კორძაია (აჭარა)

3 გივი მაჭარაშვილი (მცხეთა)

125 კგ

1 გენო პეტრიაშვილი (გორი)

2 გიორგი მეშვილდიშვილი (ონი)

3 ომარ გუსოშვილი (გორი)

3 ზურაბ ახობაძე (სამტრედია)

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (10)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
19:28 | 14.03.2017
mushni (68046)

კლასიკებში რა ხედება მძიმეში??

17:48 | 13.03.2017
tiko (4455)

https://www.youtube.com/watch?v=8flG7YUOdNU

22:31 | 11.03.2017
mochidave01 (74)

მუშნი რამდენისაა უტრუხუნეოო?

19:27 | 14.03.2017
mushni (68046)

გენო 93 ია 24 ხდება--უტრუხუნე 95 ია 22 არის უკვე

21:13 | 14.03.2017
mochidave01 (74)

მადლობა,გაიხარე.რატომღაც მეტი მახსოვდა.

19:26 | 14.03.2017
mushni (68046)

22 ის ძმა

02:58 | 10.03.2017
mushni (68046)

როდისააა ევროპა

19:37 | 10.03.2017
beso68 (2148)

2-დან 7 მაისის ჩათვლით სერბეთში

19:27 | 14.03.2017
mushni (68046)

გეიხარე ძმა

02:55 | 10.03.2017
mushni (68046)

წავიდაააააააააააა ბიჭები

00:20 | 08.03.2017
BEERTRANCE (91850)

წარმატებები

00:11 | 08.03.2017
neeskensi (2297)

57-ში სამწუხაროდ აღარ გვყავს იმ დონის მოჭიდავე,სერიოზულ შედეგზე რომ ჰქონდეს პრეტენზია...გოგავა და ბუჯიაშვილი არ არიან ცუდი მოჭიდავეები,მაგრამ ამ წონის ლიდერებს აშკარად ჩამოუვარდებიან კლასით...არაფრით არ შეიძლებოდა ედიშერაშვილის გაშვება...ლადო რომ ამ წონაში ევროპაზე და მსოფლიოზე აღარ იჭიდავებს გასაგებია...ბექა ლომთაძეს კი ძალიან გაუჭირდება ამდენის დაკლება...

02:57 | 10.03.2017
mushni (68046)

ლომთა რა წონაში იქნება 61?? ხოო ევროპას ბექა იჭიდავებს და მსოფლიოს ხინჩეგა

02:42 | 08.03.2017
federer (17) (10344)

ოლიმპიადამდე ალბათ ხინჩაგას ვერ ვიხილავთ მაგ წონაში და იმედია წამოვა ვინმე კარგი ახალგაზრდა, თორე ამ ეტაპისათვის არ გვყავს მსოფლიო დონის სპორცმენიი

23:27 | 07.03.2017
neeskensi (2297)

პრინციპში ყველაფერი ლოგიკურად დასრულდა, უძლიერესებმა გაიმარჯვეს...თუმცა მძიმეში გენოს გაუჭირდა ფინალში მეშვილდიშვილთან...ორივე ქულა გაფრთხილებით აიღო,მეორე თან ბოლოსწინა წამზე....მეშვილდიშვილმა კი შეძლო გენოს გაყვანა ხალიჩიდან...ამას იმიტომ კი არ ვამბობ,რომ გენოს ჩემპიონობას ვაკნინებ...დღეს ის პირველი ნომერია ამ წონაში უდავოდ,უბრალოდ გული მწყდება რომ სხვა ძალიან კარგი მოჭიდავეები იჩარგებიან,იმის გამო რომ ნაკრებში ფაქტიურად აღარ იძახებენ...მძიმეში ჯერ "ხაშლამა"-ლევან ბერიანიძე დავკარგეთ,რომელმაც სომხეთის სახელით გადაწყვიტა ჭიდაობა,ეხლა როგორც ვიცი მოძმანასვილი და საკანდელიძე აპირებენ სხვა ქვეყნის სახელით ჭიდაობას...მესვილდისვილიც იმსახურებს სერიოზულ ტურნირში გამოსვლას, ამიტომ ჩემი აზრით გამოსავალი იქნებოდა საქართველოს ნაკრების ფინალისტებს ევროპისჩემპიონატზე მიეცეთ ასპარეზობის უფლება, ჩემპიონები კი მსოფლიო ჩემპიონაზე გამოვიდნენ,სწორედ ასე აკეთებენ რუსები,მაგათიარაფერი მომწონს მაგრამ ამ შემთხვევაში ნამდვილად სწორედ იქცევიან

02:39 | 08.03.2017
federer (17) (10344)

გენოსგან გამიკვირდა რო ქულა ვერ აიღო გაფრთხილების გარეშეე
გენოზე სემტევი მოჭიდავე მძიმე წონაში არავინ არ მინახია და გამოდის რო ფორმაში არ იყოო, მაგრამ მძიმე წონაში ძალიან სერიოზული მეტოქე ყავს გენოს აკგულის სახით და რაც უფრო ხშირად მიეცემა მასთან დაპირისპირების საშუალება მით უკეთესიაა

02:56 | 10.03.2017
mushni (68046)

უტრუხუნე კარგი ბიჭია თან გენოზე პატარაა 2წლით ---რაჭVელი ლომია

02:41 | 08.03.2017
federer (17) (10344)

ზოგადად ცუდი წესებია ამ თავისუფალში და მიბაძონ ძიუდოს რაღაც საკითხებში არ იქნება ურიგო და არ დაიჩაგრებიან ძლიერი სპორცმენები როდესაც შესაძლებელი იქნება 2 კაცის წაყვანა ერთ წონაშიი

02:56 | 10.03.2017
mushni (68046)

+1

22:58 | 07.03.2017
ogafa (3917)

წარმატებები

22:43 | 07.03.2017
dinamo222 (2887)

მოიცადა ეხლა ხინჩეგაშვილი რომ არ გამოსულიყო ან შემთხვევით წაეგო რაა ევროპაზე აღარ გაუშვებდნეენ ?? DDD

02:55 | 10.03.2017
mushni (68046)

კაი იყო

23:26 | 07.03.2017
federer (17) (10344)

მეც ეგ მაინტერესებდაა
კაცს მოგებული აქვს თუკი რამის მოგება შეიძლება ყველაფერი და ერთი შეცდომის გამო რო არ წაეყვანათ უაზრობა იქნებოდაა

სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 531
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
0.115975