ფეხბურთი

20:50 | 7.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზლატანი მკაცრად დასაჯეს

ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის სადისციპლინო კომიტეტმა მკაცრად დასაჯა – შვედი ფორვარდი მომდევნო სამ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს.

საქმე ეხება პრემიერლიგის ბოლო ტურში “ბორნმუთთან” მატჩში მომხდარს, როდესაც იბრამ მოწინააღმდეგე ტაირონ მინგსს სახეში იდაყვი ჩაარტყა. მართალია, იმ თამაშში არბიტრს ეპიზოდი უყურადღებოდ დარჩა, მაგრამ აგერ, სადისციპლინო კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი “იუნაიტედს” ინგლისის ასოციაციის თასზე “ჩელსისთან” და პრემიერლიგის ორ მატჩში, “მიდლსბროსა” და “ვესტ ბრომვიჩის” წინააღმდეგ შეხვედრებში ვერ დაეხმარება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119857