ჭიდაობა

12:13 | 7.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

საქართველომ ევროგანაცხადი სანახევროდ შეავსო

თბილისის ოლიმპიური სასახლეში მიმდინარე საქართველოს ჩემპიონატზე, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საპრიზო სამეულები რვა წონითი კატეგორიიდან ოთხში გუშინ შეივსო. დღეს კი, მედლები დარჩენილ ოთხ წონაში გათამაშდება.

საქართველოს ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის - გიორგი იანტბელიძის გადაწყვეტილებით, შიდა კონკურენციაში ჩართვა ნაკრების აბსოლუტურად ყველა წევრისთვის სავალდებულოა, რადგან ჩემპიონებით უნდა დააკომპლექტოს 2-7 მაისს სერბეთის ქალაქ ნოვი სადში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე წასაყვანი შემადგენლობა.

57 კილოგრამ წონით კატეგორიაში ხალიჩაზე 25 სპორტსმენი გავიდა. ყველას ოთარ გოგავამ აჯობა, რომელმაც ფინალის გზაზე ოთხი მეტოქე ჩამოიშორა. გადამწყვეტ ბრძოლაში კი ბექა ბუჯიაშვილს სძლია.

65 კილოგრამის შიდა კონკურენცია ზურაბ იაკობიშვილისა და კონსტანტინე ხაბალაშვილის ფინალით დაგვირგვინდა და ოქროს მედალს იაკობიშვილი დაეუფლა.

74 კილოგრამში პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ავთანდილ კენჭაძე ავიდა, რომელმაც საჩემპიონო ბრძოლაში ოლიმპიური ნაკრების წევრ იაკობ მაქარაშვილს აჯობა. 97 კილოგრამში კი ნაკრების გამოცდილმა წევრმა ელიზბარ ოდიკაძემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა კონკურენტებთან თავისი უპირატესობა. ოქროს მედალი და ევროპის ჩემპიონატის საგზური ოდიკაძემ ზვიად მეტრეველის ძლევით გაინაღდა.

დღეს საპრიზო სამეულები 61, 70, 86 და 125 კილოგრამებში შეივსება. წინასწარი ეტაპის შეხვედრები 10 საათზე დაიწყება, ხოლო ფინალური ბლოკი - 17 საათზე.

თავისუფალი ჭიდაობა

საქართველოს ჩემპიონატი

თბილისი

6 მარტი

57 კგ

1 ოთარ გოგავა (ხონი)

2 ბექა ბუჯიაშვილი (გორი)

3 ლაშა ლომთაძე (ქუთაისი)

3 ლაშა ტალახაძე (ხაშური)

65 კგ

1 ზურაბ იაკობიშვილი (ყვარელი)

2 კონსტანტინე ხაბალაშვილი (გორი)

3 კახა ელბაქიძე (გორი)

3 ლევან ქელეხსაშვილი (ხაშური)

74 კგ

1 ავთანდილ კენჭაძე (ამბროლაური)

2 იაკობ მაქარაშვილი (თბილისი)

3 ნიკოლოზ კენჭაძე (ამბროლაური)

3 ტარზან მაისურაძე (სტეფანწმინდა)

97 კგ

1 ელიზბარ ოდიკაძე (თბილისი)

2 ზვიად მეტრეველი (ონი)

3 მამუკა კორძაია (აჭარა)

3 გივი მაჭარაშვილი (მცხეთა)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.136572