ფეხბურთი

16:12 | 7.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ლევერკუზენი” კორკუთმა ჩაიბარა

“ლევერკუზენს” თურქი სპეციალისტი თაიფუნ კორკუთი გაწვრთნის. აღნიშნული ინფორმაცია “ფარმაცევტების” ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

42 წლის მწვრთნელმა “ლევერკუზენთან” კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა. ის 2013-2015 წლებში "ჰანოვერს" ედგა სათავეში, ხოლო 2016 წელს "კაიზერსლაუტერნში" მუშაობდა.

შეგახსენებთ, რომ გერმანული კლუბის ხელმძღვანელობამ როჯერ შმიდტი არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო კვირას დაითხოვა. შაბათს “ლევერკუზენი” გასვლაზე “დორტმუნდთან” განადგურდა (2:6) და ბუნდესლიგაში მე-10 პოზიციამდე დაქვეითდა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში “ბაიარენაზე” მადრიდის “ატლეტიკოსთან” 2:4 წააგო და 1/4 ფინალში გასვლის შანსი ფაქტობრივად აღარ აქვს.

0.109349