ფეხბურთი

13:30 | 7.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

“რეალი” ნეაპოლში 22 ფეხბურთელით გაემგზავრა

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ნეაპოლში 22 ფეხბურთელი წაიყვანა. მადრიდელები იტალიაში გუშინ ჩაფრინდნენ და ვარჯიშიც მოასწრეს.

“ბლანკოსისთვის” სასიხარულოა, რომ კრიშტიანო რონალდუმ მცირე ტრავმა მოიშუშა და განაცხადში მოხვდა. ერთადერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე, რომელიც დღეს მადრიდულ გრანდს დააკლდება, რაფაელ ვარანია, რომელიც ტრავმირებულია.

მადრიდელები ნეაპოლში ასეთი შემადგენლობით ჩავიდნენ:

მეკარეები: ნავასი, კასილია, იანეზი;
მცველები: რამოსი, ნაჩო, პეპე, დანილო, კარვახალი, მარსელო;
ნახევარმცველები: კასემირო, კროოსი, მოდრიჩი, ხამესი, ისკო, კოვაჩიჩი, ასენსიო;
თავდამსხმელები: ბეილი, რონალდუ, ბენზემა, მორატა, ლუკას ვაზკესი, მარიანო.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის განმეორებითი შეხვედრა “სან პაოლოზე” დღეს საქართველოს დროით 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება. მადრიდში გამართულ მატჩში მასპინძლებმა “ნაპოლის” 3:1 მოუგეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117286