თამაშგარე

20:45 | 6.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ტოლდოს ცოლი და მილანური “პერო”

როდესაც იტალიაში და მთელს მსოფლიოში ცნობილი “პეროიანი” ღონისძიება - მილანის “ფეშენ ვიკი” იწყება, ჩვენი პლანეტის “ბუმბულიანი საზოგადოება” დიდი ამბებშია და იტალიის ეს ულამაზესი ქალაქი მთელი კვირის მანძილზე მრავალი დიდებული სამოსის შარიშურში ცხოვრობს.

აღნიშნულ ღონისძიებას თითქმის არასოდეს ტოვებს ვეტერანი იტალიელი გოლკიპერისა და ერთ დროს “სკუადრა აძურას” კარის დარაჯის, ფრანჩესკო ტოლდოს მეუღლე, მანუელა ტოლდო, რომელიც დრო იყო, თავადაც კოხტად გადი-გამოდიოდა მილანის მრავლისმნახველ საპოდიუმო ფიცარნაგზე.

ამჟამად, მანუელა ტოლდოს თავისი დანაზოგი მილანის ერთ-ერთი სამოდელო სახლის აქციებში აქვს ჩადებული და უამქალოდ აბა “ფეშენ ვიკის” ჩატარება ვის გაუგია? ეს კი არადა, დრო იყო, ამ ღონისძიებაზე მანუელას ბეყერა ფრანჩესკოც კი დაყავდა ხოლმე, მაგრამ როგორც ჩანს ვეტერან გოლკიპერს ეს “ბუმბულების ზეიმი” ყელში აქვს ამოსული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.142596