ფეხბურთი

16:30 | 6.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ტოტენჰემის" პირადი რეკორდი პრემიერლიგაში

ინგლისის პრემიერლიგის ბინადარმა “ტოტენჰემმა” პირადი რეკორდი დაამყარა. ლონდონურმა გუნდმა პრემიერლიგაში ზედიზედ მეცხრე საშინაო მატჩი მოიგო და ასეთი კარგი სერია საკუთარ მოედანზე არასდროს ჰქონია.

სარეკორდო გამარჯვება “დეზებმა” ლივერპულის “ევერტონთან” მოიპოვეს ანგარიშით – 3:2. რაც შეეხება სერიას, მაურისიო პოჩეტინიოს შეგირდებმა შემდეგ გუნდებს აჯობეს:

“ვესტ ჰემი” (3:2), “სუონსი” (5:0), “ჰალი” (3:0), “ბარნლი” (2:1), “ჩელსი” (2:0), “ვესტ ბრომვიჩი” (4:0), “მიდლსბრო” (1:0), “სტოკი” (4:0) და “ევერტონი” (3:2).

მომდევნო მატჩს “ტოტენჰემი” სახლში 19 მარტს, “საუთჰემპტონის” წინააღმდეგ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117216