სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

12:43 | 6.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

იტალიური ფეხბურთის ახალი იმედი - "მამალი" "ტორინოდან"
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

“ტორინო” უკვე წლებია ერთ ჩვეულებრივ იტალიურ გუნდადაა ქცეული და 50-იანი წლების “გრანდე ტორინოსგან” მხოლოდ სახელიღაა დარჩენილი. თუმცა, მიმდინარე სეზონში ამ გუნდის თამაშის ყურება თუნდაც ერთი ადამიანის გამო შეიძლება – დიდი ხანია იტალიურ ფეხბურთში თავდამსხმელზე ისეთი იმედი არ დამყარებულა, როგორიც ანდრეა ბელოტიზე მყარდება. ბელოტი “ტორინოს” ფორვარდია, რომელიც ტურინულმა გუნდმა “პალერმოსგან” 2015 წლის 18 აგვისტოს 7.5 მილიონ ევროდ შეიძინა.

ახალგაზრდა ფეხბურთელმა თავიდან იმედი ვერ გაამართლა და სადებიუტო გოლი “ტორინოში” მხოლოდ 2016 წლის იანვარში შეაგდო, მაგრამ გასული სეზონის მეორე ნახევარი მაღალ დონეზე ჩაატარა და 12 გოლით საბოლოოდ გუნდის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა. მაშინ, იტალიელი ჟურნალისტები დიდხანს უჩიჩინებდნენ ანტონიო კონტეს ბელოტის ევრო 2016-ზე იტალიის ნაკრებში გამოძახებაზე, მაგრამ ამაოდ – კონტე შეუვალი აღმოჩნდა და ანდრეას სანაკრებო დებიუტიც გადაიდო.

სამაგიეროდ, ბელოტის შანსი ჯამპიერო ვენტურამ მისცმა 2016 წლის სექტემბერში. საერთოდ, ვენტურა მის შესაძლებლობებს ძალიან კარგად იცნობდა: სწორედ მისი დაჟინებული მოთხოვნით შეიძინა იგი “ტორინომ” თავის დროზე და მასთან ერთი სეზონიც ჰქონდა ნამუშევარი. 23 წლის ფეხბურთელს “სკუადრა აძურაში” დებიუტი 2016 წლის შემოდგომაზე საფრანგეთთან ამხანაგურ შეხვედრაში ჰქონდა – იმის მერე ბელოტიმ ჯამში ხუთჯერ ითამაშა აპენინელთა მთავარ გუნდში და უქმად არ ყოფილა მოედანზე – სამი გოლი უკვე მიითვალა. სხვათა შორის, ბელოტის სახასიათო და უცნაური მეტსახელი აქვს: მამალი - ამის მიზეზი ისაა, რომ ანდრეა ყოველი გატანილი გოლის შემდეგ მამალს განასახიერებს და თავზე ბიბილოსავით აღმართული ხელებით გადაეშვება ხოლმე გაგიჟებული ტიფოზების წინ.

საერთოდ, პირადად მე, პირველად ბელოტის თამაში 2014 წლის სექტემბერში ვნახე, როდესაც იტალიის 21-წლამდე ნაკრები სერბ თანატოლებს ხვდებოდა. მაშინ, “აძურინი” მეტოქესთან 0:2 აგებდა და ევრო 2015-ზე გასვლის შანსს კარგავდა, მაგრამ 9 ნომრით მოთამაშე ცენტრფორვარდი იმთავითვე თვალში მომხვდა და... ანდრეა ბელოტიმ, რომელიც იმ დროს სერია A-ს ბინადარ “პალერმოს” მოთამაშე იყო, დუბლი შეასრულა და იტალიის ახალგაზრდული ნაკრები ფაქტობრივად პირადად გაიყვანა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე: მასპინძლებმა 3:2 მოიგეს. მაშინვე, ვიფიქრე, რომ მისგან მაგარი ფორვარდი გამოვიდოდა. ისეთი, როგორიც იტალიელებს ეკადრებათ და ჰყოლიათ: პიპო ინძაგი, ბობო ვიერი, ჯიჯი რივა, ლუკა ტონი და სხვები.

ბელოტიმ სერია A-ში სადებიუტო სეზონი 2014-2015 წლებში ჩაატარა და ძირითადად შეცვლებზე უწევდა სიცილიური “პალერმოს” მაისურით თამაში. საბოლოოდ, სეზონი 6 გოლით დაასრულა, თუმცა ყველა, 38-ვე თამაში ჩაატარა, მიუხედავად იმისა, რომ სასტარტოში მხოლოდ ცხრაჯერ დაიწყო თამაში. შემდგომ კი, იყო “ტორინო” და შარშანდელი სეზონი, რომელზეც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ.

და მაინც, მიმდინარე სეზონი ანდრეას კარიერაში საუკეთესოა და ვინძლო, გარდამტეხიც აღმოჩნდეს – ბელოტი სერია A-ს ბომბარდირთა დავას ლიდერობს 22 გატანილი გოლით. ხუმრობა საქმე ხომ არაა, “იუვენტუსისა” და “რომას” ლიდერებს სჯობდე მოკრძალებული “ტორინოს” ფეხბურთელი?! – თანაც, ბელოტი იგუაინსა და ჯეკოს უკვე სამი გოლით ასწრებს და ისიც საგულისხმოა, რომ ახალგაზრდა იტალიელმა გოლების ეს რაოდენობა 24 მატჩში გაიტანა, მაშინ როცა, კონკურენტ ფორვარდებს 19-19 ბურთის შესაგდებად 27-27 თამაში დასჭირდათ... აღსანიშნავია, რომ ბელოტიზე მეტი გოლი მიმდინარე სეზონში მხოლოდ ედინსონ კავანის (27) და ლიონელ მესის (23) აქვთ გატანილი. თუმცა, "ოქროს ბუცისთვის" ბრძოლაში იგი მხოლოდ არგენტინელს ჩამორჩება, რადგან ლიგა 1-ის კოეფიციენტი იტალიისა და ესპანეთის ჩემპიონატებთან შედარებით დაბალია. მოკლედ, "ტორინოს" "უცნობი" ფორვარდი მწვერვალებს უტევს.

სხვათა შორის, ბელოტი “მილანის” ქომაგია ბავშვობიდან და ეს არაერთხელ აღუნიშნავას, ხოლო როგორც კუმირი ფეხბურთელი ისიც არაერთხელ გაანდო საზოგადოებას – შორს არ წასულა და “როსონერის” ლეგენდარული შემტევია მისი საფეხბურთო მუზა – უკრაინელი ანდრეი შევჩენკო. ბელოტიმ გუშინ, “პალერმოსთან” შეხვედრაში ჰეთ-თრიქი შეასრულა სულ რაღაც 7 წუთსა და 15 წამში. ეს კი, 2000 წლის შემდეგ ყველაზე სწრაფი “ტრიპლეტია” იტალიის მთავარ ლიგაში. ბედის ირონიით, ბოლოს ამაზე ნაკლებ დროში სამი გოლი ანდრეას საყვარელმა ფეხბურთელმა, ანდრეი შევჩენკომ გაიტანა...

ბუნებრივია, რომ იტალიელი ფორვარდის ჩინებული თამაში უყურადღებოდ ევროპის კლუბებს არ დარჩენიათ. როგორც ამბობენ, ყველაზე მეტად ლონდონის “არსენალი” აქტიურობს – ვნახოთ, შეძლებს თუ არა, მოკრძალებული “ტორინო” ახალი ვარსკვლავის შენარჩუნებას, თუმცა, ერთი რამ უკვე ფაქტია, რომ იტალიურ ფეხბურთს ჰყავს ტოპფორვარდი – ანდრეა ბელოტის მალე მსოფლიო საფეხბურთო საზოგადოება უფრო ახლო და კარგი კუთხით გაიცნობს...

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.133746
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X