ფეხბურთი

1:48 | 6.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსმა" უპირატესობა გაზარდა, ბელოტი წინ გაიჭრა

იტალიის სერია A-ს XXVII ტურის შემდეგ ლიდერსა და მდევარს შორის ქულათა სხვაობა უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც გაიზარდა. “რომას” მარცხით ტურინის “იუვენტუსმა” მხოლოდ ნაწილობრივ ისარგებლა და ახლა მეტოქეს 8 ქულით სჯაბნის.

მასიმილიანო ალეგრის გუნდმა ალბათ სეზონის უცუდესი შეხვედრა უდინეში, “დაჩია არენაზე” ჩაატარა. თავად განსაჯეთ, “უდინეზეს” გაცილებით მეტი საგოლე მომენტი ჰქონდა, ვიდრე “ბებერ ქალბატონს” და რომ არა, ლეონარდო ბონუჩის ზუსტი თავური მეორე ტაიმში, ნამდვილად უქულოდ მოუწევდა შინ დაბრუნება. თავის მხრივ ბონუჩიმ 37-ე წუთზე დაშვებული თავისავე შეცდომა გამოასწორა, როდესაც დუვან ძაპატამ ისე ჩაუარა გვერდი, ვითომ მოედანზე მარტო იყო და ანგარიშიც გახსნა. ბონუჩიმ კი, პაულო დიბალას სტანდარტის შემდეგ გაათანაბრა. სხვათა შორის, იტალიელმა ფეხბურთელმა 2012 წლის შემდეგ პირველად მოახერხა გასვლით მატჩში გოლის გატანა. არადა, ლეონარდო საკმაოდ შედეგიანი მცველია, თუმცა მხოლოდ საკუთარ მოედანზე იტანდა აქამდე. მოკლედ, “იუვემ” კმაყოფილი უნდა იყოს, რომ ქულა მაინც მოიპოვა და “რომასთან” უპირატესობა გაზარდა. აქვე გეტყვით, რომ ტურინულმა გრანდმა სერია ა-ში ფრე 38 თამაშის შემდეგ პირველად გააგორა. ბოლოს “იუვე” იტალიის ჩემპიონატში 2016 წლის თებერვალში “ბოლონიას” დაუზავდა.

ფეერიული მატჩი ჩაატარა მილანის “ინტერმა” – “ნერაძურიმ” “კალიარის” მისსავე არენაზე 5 გოლი გაუტანა. ორჯერ თავი ივან პერიშიჩმა გამოიჩინა, წერტილი კი, რობერტო გალიარდინიმ დასვა, რომელმაც ახალ გუნდში სადებიუტო გოლი შეაგდო. სხვათა შორის, “ინტერნაციონალემ” გასვლით შეხვედრაში 3 და მეტი გოლის გატანა ერთი წლის შემდეგ პირველად მოახერხა. “ინტერმა” ამ გამარჯვებით “მილანს” გადაასწრო და სატურნირო მდგომარეობა ოდნავ, მაგრამ მაინც გაიუმჯობესა.

მოიგო “ტორინომ” აუტსაიდერ “პალერმოსთან” მატჩში – ამაში გამოსაყოფი არაფერი იქნებოდა, რომ არა ანდრეა ბელოტი. იტალიის ნაკრების ფორვარდმა მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და ჰეთ-თრიქი გაიფორმა. სხვათა შორის, 22 წლის შემტევს სამი გოლის გასატანად 7 წუთი და 15 წამი ეყო და ეს ყველაზე სწრაფი ჰეთ-თრიქია იტალიის მთავარ ლიგაში 2000 წლის შემდეგ. მაშინ ანდრეი შევჩენკოს “პერუჯას” კარის სამჯერ დასალაშქრად უფრო ნაკლები დრო დასჭირდა. გარდა ამ მიღწევისა, ბელოტი ბომბარდირთა დავაშიც დაწინაურდა, თანაც სოლიდურად. თუ ამ ტურამდე მას, იგუაინსა და ჯეკოს 19-19 გოლი ჰქონდათ აქტივში, ახლა “ტორინოს” ფორვარდი კონკურენტებს სამი გოლით უსწრებს.

მოგებების ხანგრძლივი სერია დაასრულდა ბერგამოს “ატალანტამ”. ჯამპიერო გასპერინის გუნდი შინ ფლორენციის “ფიორენტინასთან” მრავალი მცდელობის მიუხედავად ვერაფერს გახდა და ნულოვან ფრეს დასჯერდა. შესაბამისად, “ატალანტას” “ინტერი” და “მილანი” უკვე კუდზე აზიან.

სამაგიეროდ, ოთხეულში შევიდა რომის “ლაციო”, რომელმაც ტურის დასკვნით შეხვედრაში ჩირო იმმობილეს დუბლის წყალობით “ბოლონია” დაამარცხა. სხვათა შორის, იმმობილეს მიმდინარე სეზონში უკვე 16 გატანილი გოლი დაუგროვდა და “ლაციოს” პირველი ფეხბურთელია 2000-2001 წლების სეზონის შემდეგ, ვინც აღნიშნულ ციფრს უწია. ბოლოს იგივე “ლაციოს” მაისურით ლეგენდარულმა ერნან კრესპომ მოახერხა. რაც შეეხება ტურის კიდევ ორ მატჩს: “კროტონე” – “სასუოლო” უგოლოდ დასრულდა, ხოლო “ემპოლიმ”, რომელიც ტრავმირებული ლევან მჭედლიძის გარეშე თამაშობდა, შინ “ჯენოასთან” 0:2 დამარცხდა.

“ატალანტა” – “ფიორენტინა” 0:0 (0:0)

ბერგამო, “ატლეტი აძური”

მაყურებელი: 16 000

“ატალანტა” (3-4-1-2): ბერიშა; ტოლოი, კალდარა, მაზიელო; კონტი, დ’ალესანდრო (გრასი 46), ფროილერი, სპინაცოლა; კურტიჩი (მუნიე 69); პეტანია (პალოსკი 86), გომესი

მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი

“ფიორენტინა” (3-4-2-1): ტატარუშანუ; სანჩესი, როდრიგესი, ასტორი, კიეზა (ბერნარდესკი 72), ვესინო, ბადელი, ტელო; ილიჩიჩი (ოლივერა 81), ბორხა ვალერო; კალინიჩი (ბაბაკარი 90)

მწვრთნელი: პაულო სოუზა

გაფრთხილება: დ’ალესანდრო (35), მაზიელო (53) – კიეზა (31), ილიჩიჩი (50), როდრიგესი (54), ასტორი (62)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (4) – 6 (3) ბურთის ფლობა: 48%-52% კუთხურები: 9:5 თამაშგარე: 2:1

მსაჯი: მარკო გუიდა

“კალიარი” – “ინტერი” 1:5 (1:2)

კალიარი, “სანტ ელია”

მაყურებელი: 13 000

“კალიარი” (4-4-1-1): გაბრიელი; ისლა, პისაჩენე, ბრუნო ალვეში, კაპუანო; იონიტა, დი ჯენარო (საუ 62), ბარელა (დესენა 78), პადოინი; ჟოაო პედრო; ბორიელო (იბარბო 77)

მწვრთნელი: მასიმო რასტელი

“ინტერი” (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი; დ’ამბროზიო, მედელი, მირანდა, ანსალდი (ნაგატომო 87); გალიარდინი, კონდოგბია; კანდრევა, ბანეგა (ჟოაო მარიო 78), პერიშიჩი (ედერი 73); იკარდი

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი

გოლები: 0:1 პერიშიჩი (34), 0:2 ბანეგა (39), 1:2 ბორიელო (42), 1:3 პერიშიჩი (47), 1:4 იკარდი (67, პენ), 1:5 გალიარდინი (89)

გაფრთხილება: ბარელა (55), იონიტა (72)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 7 (5) – 17 (12) ბურთის ფლობა: 47%-53% კუთხურები: 6:10 თამაშგარე: 3:1

მსაჯი: მარკო დი ბელო

“კროტონე” – “სასუოლო” 0:0 (0:0)

კროტონე, “ეციო შიდა”

მაყურებელი: 6 500

“კროტონე” (4-4-2): კორდაზი; როზი, ფერარი, ჩეკერინი, მარტელა; როდენი (აკოსტი 72), კაპეცი, კრისეტიჯი, სტოაინი; ნვანკვო (ტროტა 59), ფალჩინელი

მწვრთნელი: დავიდე ნიკოლა

“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; გაცოლა, აჩერბი, პელუზო, დელ’ორკო; მაციტელი, მისიროლი (აკვილანი 64), დანკანი; ბერარდი (რაგუზა 72), მატრი (იემელო 82); პოლიტანო

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

გაფრთხილება: როზი (37), ჩეკერინი (63), მარტელა (66) – გაცოლა (73)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (4) – 7 (4) ბურთის ფლობა: 51%-49% კუთხურები: 8:9 თამაშგარე: 6:1

მსაჯი: მიშელ ფაბრი

“ემპოლი” – “ჯენოა” 0:2 (0:0)

ემპოლი, “კარლო კასტელანი”

მაყურებელი: 9 000

“ემპოლი” (4-3-1-2): სკორუპსკი; ლაურინი, ბელუსკი, კოსტა, პასკუალი; კრუნიჩი, დიუსე, კროჩე; ელ კადური (ბუჩელი 84); პუჩარელი, მაკარონე (მარილუნგო 66)

მწვრთნელი: ჯოვანი მარტუშიელო

“ჯენოა” (3-4-3): ლამანა; მუნიოსი, ბურდისო, იცო; ლაზოვიჩი, კატალდი (კოფიე 87), ჰილიემარკი, ლაქსალტი; რიგონი (ნტჩამი 62), სიმეონე, პინილია

მწვრთნელი: ანდრეა მანდორლინი

გოლები: 0:1 ნტჩამი (89), 0:2 ჰილიემარკი (90)

გაფრთხილება: ბელუსკი (36), მაკარონე (63), დიუსე (79) – რიგონი (18), პინილია (75)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 6 (2) – 7 (5) ბურთის ფლობა: 55%-45% კუთხურები: 3:1 თამაშგარე: 2:3

მსაჯი: დანიელე დოვერი

“ტორინო” – “პალერმო” 3:1 (0:1)

ტურინი, “გრანდე ტორინო”

მაყურებელი: 19 000

“ტორინო” (4-3-3): ჰარტი; ძაპაკოსტა, როსეტინი, მორეტი, ბარეკა; გუსტაფსონი (მაქსი ლოპესი 61), ლუკიჩი, ბაზელი; იაგო ფალკე (იტურბე 72), ბელოტი, ბოიე (ლიაიჩი 46)

მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი

“პალერმო” (4-2-3-1): პოსავეცი; რისპოლი (მორგანელა 55), ჩიონეკი (დიამანტი 85), ანდელკოვიჩი, ალეესამი; გაცი, ჩოჩევი; სალაი (გონსალესი 64), ბრუნო ენრიკე, ბალოგი; ნესტოროვსკი

მწვრთნელი: დიეგო ლოპესი

გოლები: 0:1 რისპოლი (30), 1:1 ბელოტი (74), 2:1 ბელოტი (76), 3:1 ბელოტი (81)

გაფრთხილება: ბალოგი (27, 78), რისპოლი (33), სალაი (56)

გაძევება: ბალოგი (78)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 23 (9) – 6 (3) ბურთის ფლობა: 68%-32% კუთხურები: 11:1 თამაშგარე: 3:1

მსაჯი: ნიკოლა რიცოლი

“უდინეზე” – “იუვენტუსი” 1:1 (1:0)

უდინე, “დაჩია არენა”

მაყურებელი: 25 000

“უდინეზე” (4-3-3): კარნეზისი; ვიდმერი, დნაილო, ფელიპე, სამირი; ფოფანა (ბადუ 39), ჰალფრედსონი, იანკტო; დე პაული (ანჯელა 76), ძაპატა, პერიცა (მატოსი 85)

მწვრთნელი: ლუიჯი დელ ნერი

“იუვენტუსი” (4-2-3-1): ბუფონი; დანი ალვეში, ბონუჩი, კიელინი (ბენატია 56), ალექს სანდრო; პიანიჩი, ხედირა; კუადრადო (პიაცა 70), დიბალა (რინკონი 87), მანჯუკიჩი; იგუაინი

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

გოლები: 1:0 ძაპატა (37), 1:1 ბონუჩი (60)

გაფრთხილება: იანკტო (45), ჰალფრედსონი (66) – კუადრადო (68), პიაცა (77)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (6) – 4 (2) ბურთის ფლობა: 42%-58% კუთხურები: 3:7 თამაშგარე: 3:2

მსაჯი: ანტონიო დამატო

“ბოლონია” – “ლაციო” 0:2 (0:1)

ბოლონია, “რენატო დალ არა”

მაყურებელი: 20 000

“ბოლონია” (5-3-2): მირანტე; კრაფტი, ოიკონომუ, ჰელანდერი, მაიეტა, მაზინა (კრეიჩი 77); ჯემაილი, ვივიანი (პულგარი 75), ნადი; ვერდი (დესტრო 62), პეტკოვიჩი

მწვრთნელი: რობერტო დონადონი

“ლაციო” (4-3-3): სტრაკოშა; ბასტა, დე ვრეი, ჰუდტი, რადუ; პაროლო, ბილია (მურჯია 54), მილინკოვიჩ-სავიჩი (უოლასი 81); ფელიპე ანდერსონი (კეიტა 68), იმმობილე, ლულიჩი

მწვრთნელი: სიმონე ინძაგი

გოლები: 0:1 იმმობილე (9), 0:2 იმმობილე (74)

გაფრთხილება: მაიეტა (64), ჯემაილი (73) – კეიტა (73)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (3) – 10 (6) ბურთის ფლობა: 46%-54% კუთხურები: 1:6 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: კარმინე რუსო

ბომბარდირები: ანდრეა ბელოტი (“ტორინო”) – 22 გოლი, ედინ ჯეკო (“რომა”) – 19, გონსალო იგუაინი (“იუვენტუსი”) – 19, დრის მერტენსი (“ნაპოლი”) – 18, მაურო იკარდი (“ინტერი”) – 17, ჩირო იმმობილე (“ლაციო”) – 16.

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.752633