ფეხბურთი

19:49 | 5.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნს" კომანის გამოსყიდვა სურს

მიუნხენის "ბაიერნის" აღმასრულებელმა დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ Tuttosport-თან საუბრისას განაცხადა, რომ დიდი შანსია კლუბმა კინგსლი კომანი "იუვენტუსისგან" შეიძინოს.

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გერმანულ გრანდში უკვე მეორე სეზონია, რაც იჯარის წესით თამაშობს. "ბაიერნს" შემტევის გამოსყიდვის უფლება აქვს.

"გამოსყიდვა ჩვენ 30 აპრილამდე შეგვიძლია. თავდაპირველად გუნდში კომანს პრობლემები ჰქონდა, თუმცა შემდეგ ყვეკაფერი გადალახა და ფორმას დაუბრუნდა. სავარაუდოდ, ფეხბურთელს საბოლოოდ გავიფორმებთ." - განაცხადა გერმანელმა.

20 შემტევს მიუნხენურ გუნდში 51 მატჩი აქვს ჩატარებული და 8 გოლი გაიტანა. კომანის სატრანსფერო ღირებულება 20 მილიონი ევროა.

0.110256