ფეხბურთი

18:00 | 5.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

მერტენსი "რეალთან" თამაშს შეძლებს

ბელგიის ეროვნული ნაკრების და "ნაპოლის" შემტევი დროს მერტენსი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებით მატჩს მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ ჩაატარებს. ფეხბურთელმა ფეხის მცირე დაზიანება "რომასთან" მოგებულ შეხვედრაში მიიღო და 74-ე წუთზე შეცვალეს. იტალიური მედიის მტკიცებით კი, ბელგიელს სერიოზული არაფერი სჭირს და "სამეფო კლუბთან" შეხვედრამდე მწყობრში იქნება.

29 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 33 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 22 გოლი და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა. ჩემპიონატში მერტენსს 18 გოლი აქვს გატანილი და საუკეთესო ბომბარდირის ტიტულისთვის იბრძვის.

0.113001