ჭიდაობა

10:40 | 4.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

პირველი დღის მოსავალი - ვერცხლი და ბრინჯაო

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები, ახალი მთავარი მწვრთნელის - ბექა როყვას ხელმძღვანელობით პირველ საერთაშორისო ტურნირზე გამოდის. კიევი პრესტიჟულ შეჯიბრებას - " უკრაინელ მოჭიდავეთა და მწვრთნელთა 21-ე მემორიალს" მასპინძლობს. რვა წონითი კატეგორიიდან ოთხში უკვე საპრიზო სამეულებიც შეივსო და ქართული გუნდის ანგარიშზე ორი მედალია. კვარცხლბეკზე რამაზ ზოიძე (71 კგ) და ზურაბ დათუნაშვილი (80 კგ) ავიდნენ.

ზოიძემ დილის პროგრამა წაგების გარეშე ჩაამთავრა და ფინალში გავიდა. გადამწყვეტ ბრძოლაში კი ირანელ ფარშად ბელფაკეჰთან 3:4 წააგო და მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა.

დათუნაშვილმა რეპეშაჟის ფინალში უკრაინელი იაროსლავ ფილჩაკოვი დაამარცხა 3:1 და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

დღეს მედლები 66, 75, 86 და 130 კილოგრამებში გათამაშდება. საქართველოს სახელით ხალიჩაზე გავლენ: გოგა გოგიბერაშვილი, დავით ჩხარტიშვილი, მირზა ვანაძე, ედნარ შავაძე (ოთხივე 66 კგ), ბაკურ გოგოლი (75 კგ), ზვიად პატარიძე და ლევან არაბული (ორივე 130 კგ).

0.112446