ფეხბურთი

13:30 | 3.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

რიბერი კარიერას “ბაიერნში” დაასრულებს

მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველი ფრანკ რიბერი MLS-ში მისი შესაძლო გადასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. ფრანგი ფეხბურთელი აცხადებს, რომ კარიერას გერმანულ კლუბში დაასრულებს.

“მხოლოდ “ბაიერნში” ვითამაშებ და არსად სხვაგან. ეს ჩემი კლუბი და ჩემი სახლია. კარიერის დასრულების შემდეგ კი საცხოვრებლად მიუნხენში დავრჩები. ეს უკვე გადაწყვეტილია” - ციტირებს რიბერის სიტყვებს Bild-ი.

ფრანკ რიბერი “ბაიერნის” ღირსებას 2007 წლიდან იცავს და ამ დროის განმავლობაში გუნდთან ერთად ბუნდესლიგის 6-გზის ჩემპიონია, ხუთჯერ მოუგია გერმანიის თასი, სამჯერ სუპერთასი, თითოჯერ გერმანიის ლიგის თასი, ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი. 33 წლის ფეხბურთელს მიუხენელებთან კონტრაქტის ვადა 2018 წლის ზაფხულში ეწურება.

0.123317