ფეხბურთი

12:45 | 3.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

 London Football Awards: კონტე, კანტე და ლამპარდი

ლონდონში საუკეთესო მწვრთნელთა და ფეხბურთელთა დაჯილდოების ყოველწლიური ცერემონიალი London Football Awards 2017 ჩატარდა. ლონდონურ კლუბებში მომუშავე მწვრთნელთა შორის საუკეთესოდ “ჩელსის” თავკაცი ანტონიო კონტე აღიარეს. იტალიელმა სპეციალისტმა სლავიშა იოკანოვიჩს (“ფულემი”), მაურისიო პოჩეტონოს (“ტოტენჰემი”) და ნილ ჰარისს (“მილუოლი”) აჯობა.

წლის ფეხბურთელთად ასევე “არისტოკრატთა” ნახევარმცველი ნგოლო კანტე ცნეს. ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა “ჩელსის” ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ფრენკ ლამპარდი, რომელმაც ცოტა ხნის წინ კარიერის დასრულების შესახებ გააკეთა განცხადება და ამჟამად სამწვრთნელო საქმეს ეუფლება.

ანტონიო კონტე “ჩელსის” სათავეში გასულ ზაფხულს ჩაუდგა და მისი გუნდი ამ სეზონში ინგლისის ჩემპიონობის უმთავრესი პრეტენდენტია. კონტეს ხელმძღვანელობით “არისტოკრატებმა” პრემიერლიგის 26 მატჩიდან 20 მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს, სამჯერ დამარცხდნენ და ამ დროისთვის 63 ქულით დამაჯერებლად ლიდერობენ.

0.11122