ფეხბურთი

11:41 | 3.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

გოდინი “ვალენსიასთან” მატჩს გამოტოვებს

“ატლეტიკოს” ცენტრალური მცველი დიეგო გოდინი ლა ლიგის 26-ე ტურის შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.

31 წლის ფეხბურთელმა “დეპორტივოსთან” ფრედ დასრულებულ მატჩში (1:1) ყვითელი ბარათი მიიღო, რაც მიმდინარე სეზონში მეხუთე აღმოჩნდა და ავტომატურად ერთმატჩიან დისკვალიფიკაციაში გადაიზარდა.

“ატლეტიკო” ლა ლიგის 26-ე ტურის მატჩში კვირას საკუთარ მოედანზე “ვალენსიას” დაუპირისპირდება. შეხვედრა საქართველოს დროით 19 საათსა და 15 წუთზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ურუგვაელმა მცველმა მიმდინარე სეზონში 32 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116824