ფეხბურთი

16:19 | 2.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ლიგის პრეზენტაცია 3 მარტს გაიმართება

3 მარტს, 18:00 საათზე, ვაკის "მედიათეკაში" (ვაკის პარკში) საქართველოს ეროვნული ლიგის პრეზენტაცია გაიმართება. ლიგის ბრენდინგთან, ახალ ვებ-გვერდთან და სხვა სასიამოვნო სიახლეებთან ერთად, ფეხბურთის გულშემატკივარი სატელევიზიო პროექტის შესახებაც მიიღებს ინფორმაციას. ლიგის პრეზენტაციის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ფეისბუქ-გვერდი შემოგთავაზებთ.

სფფ-ის პრესსამსახური

0.110215